1. ყოველი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს(ებს) უფლება აქვს ნაცვალგების საფუძველზე ეხმარებოდეს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე თავის წარმომადგენლობას და მის ტექნიკურ, კომერციულ და ადმინისტრაციულ პერსონალს ყველაფერი იმით, რაც საჭიროა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხაზების ექპლუატაციის უზრუნველსაყოფად. ეს პერსონალი შეიძლება შედგებოდეს ორივე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებისაგან.
2. წარმომადგენლობის პერსონალისადმი მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს დანიშნული ავიასაწარმოს შეხედულებისამებრ, ან საკუთარი პერსონალის დანიშვნის გზით, ანდა იმ სხვა ორგანიზაციის, კომპანიის ან ავიასაწარმოს მომსახურების გამოყენებით, რომლებიც მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედებენ და უფლებამოსილი არიან ასეთ მომსახურებას ეწეოდნენ ამ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.
3. წარმომადგენლები და პერსონალი უნდა ემორჩილებოდნენ მოცემულ ტერიტორიაზე მოქმედ კანონებსა და წესებს, რომელთა შესაბამისადაც ყოველი ხელშემკვრელი ლმხარე ნაცვალგების საფუძველზე უმოკლეს ვადებში მისცემს წარმომადგენლებსა და პერსონალს მუშაობის ნებართვებს, სამუშაო ვიზებს და მოცემული მუხლის 1 პუნქტში მითითებულ ყველა საჭირო დოკუმენტს