1. წინამდებარე შეთანხმების გამოყენებისა და გაგების მიზნით და თუ ტექსტში სხვაგვარად არ არის დათქმული:
ა) ტერმინი „კონვენცია“ ნიშნავს 1944 წლის 7 დეკემბერს ჩიკაგოში ხელმოსაწერად გახსნილი საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციას და შეიცავს ამ კონვენციის 90 მუხლის თაპნახმად მიღებულ ნებისმიერ დანართს და 90 მუხლისა და 94 მუხლის თანახმად დანართში ან კონვენციაში ნებისმიერ ცვლილებას, იმდენად, რამდენადაც ეს დანართები და ცვლილებები ძალაში შევიდა ან რატიფიცირებულია ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ;
ბ) ტერმინი „საავიაციო ხელისუფლება“ ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიმართ – საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტს, ხოლო ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობის მიმართ – ტრანსპორტის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს სახით და ორივე შემთხვევაში, ნებისმიერ პირს ან ორგანოს, რომლებიც უფლებამოსილი არიან სათანადოდ შეასრულონ ნებისმიერი ფუნქცია, ამჟამად ეს ორი ხელისუფლება, რომ ასრულებს;
გ) ტერმინი „დანიშნული ავიასაწარმო(ები)“ ნიშნავს ავიასაწარმოს(ებს), რომელიც დაინიშნა და უფლებამოსილია წინამდებარე შეთანხმების 3 მუხლის შესაბამისად;
2. ყოველი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო(ები) დადგენილი მარშრუტებით ხელშეკურელბით გათვალისწინებული ხაზების ექსპლუატაციისას ისარგებლებს შემდეგი უფლებებით:
ა) მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე დაშვების გარეშე გადაფრენის განხორციელების უფლებით;
ბ) არაკომერციული მიზნებით მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე დაშვების განხორციელების უფლებით;
გ) საერთაშორისო ფრენისას მგზავრების, ფოსტის და ტვირთის დატვირთვისა და (ან) გადმოტვირთვის მიზნით წინამდებარე შეთანხმების დანართში მითითებულ პუნქტებში მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე დაშვების განხორციელების უფლებით.
დ) ტერმინი „ტერიტორია“ სახელმწიფოს მიმართ ნიშნავს მიწის ზედაპირს, ტერიტორიულ და შიდა წყლებს დს საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, რომლებიც ამ სახელმწიფოს სუვერენიტეტის ქვეშ იმყოფება;
ე) ტერმინებს „საჰაერო მიმოსვლა“, „საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა“, „ავიასაწარმო“ და „გაჩერება არაკომერციული მიზნით“ აქვს კონვენციის 96 მუხლში მითითებული მნიშვნელობა;
ვ) ტერმინი „დადგენილი მარშრუტები“ ნიშნავს შესაბამისად წინამდებარე შეთანხმების დანართით დადგენილ ან დადგენას დაქვემდებარებულ მარშრუტებს;
ზ) ტერმინი „ხელშეკურელბით გათვალისწინებული ხაზები“ ნიშნავს წინამდებარე შეთანხმების დანართში შესაბამისად დადგენილი მარშრუტებით ექსპლუატირებულ რეგულარულ საერთაშორისო ავიახაზებს;
თ) ტერმინი „ტარიფი“ ნიშნავს ფასს, რომელიც უნდა გადაიხადონ საერთაშორისო მგზავრთა გადაყვანისათვის, ბარგის ან ტვირთის გადაზიდვისათვის და პირობებს, რომლებშიც ეს ფასი გამოიყენება, მათ შორის სააგენტო და სხვა დამატებითი მომსახურების ფასი და პირობები, მათ შორის ფოსტის გადაზიდვის საფასური და პირობები;
ი) ტერმინი „ტევადობა“ საჰაერო ხომალდის მიმართ ნიშნავს საჰაერო ხომალდის ტევადობას ან ტვირთამწეობას;
კ) ტერმინი „ტევადობა“ საჰაერო ხაზის მიმართ ნიშნავს ამ ხაზზე გამოყენებული საჰაერო ხომალდის ტევადობას გამრავლებულს დადგენილი მარშრუტით ან მისი ნაწილით დროის გარკვეულ პერიოდში ფრენის რაოდენობაზე.
3. წინამდებარე შეთანხმების დანართი მის განუყოფელ ნაწილად ითვლება და შეთანხმების ყოველი დამოწმება ეხება აგრეთვე მის დანართს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სხვა რამ არის გათვალისწინებული