1. ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს(ების) მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხაზებზე ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდები, აგრეთვე ასეთი საჰაერო ხომალდების ბორტზე არსებული მათი სატაბელო ქონება, საბორტო მარაგი (მათ შორის კვების პროდუქტები, სასმელები და თამბაქოს ნაწარმი) ნაცვალგების საფუძველზე გათავისუფლდება ყველანაირი ბაჟისგან მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ჩასვლისას იმ პირობით, რომ ეს ქონება, მასალები და მარაგი საჰაერო ხომალდის ბორტზე დარჩება მათი უკან გამოტანის მომენტამდე.
2. ასეთი მოსაკრებლებისა და ბაჟისგან, გაწეული მომსახურებისათვის მოსაკრებლების გარდა, გათავისუფლდება აგრეთვე:
ა) ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე აღებული დაიმ საჰაერო ხომალდის ბორტზე გამოყენებისათვის გათვალისწინებული საბორტო მარაგი, რომლის ექსპლუატაციას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხაზებზე ახდენს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო(ები);
ბ) ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შეტანილი და იმ საჰაერო ხომალდის ბორტზე გამოყენებისათვის გათვალისწინებული სათადარიგო ნაწილები, რომლის ექსპლუატაციას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხაზებზე ახდენს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო(ები);
გ) საწვავი და საპოხი მასალები, რომლებიც გათვალისწინებულია ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს(ების) მიერ ექსპლუატირებულ საჰაერო ხომალდზე გამოყენებისათვის, თუნდაც ეს მარაგი გამოიყენებოდეს იმ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის ფარგლებში მარშრუტის მონაკვეთზე, სადაც ისინი ბორტზე აიტანეს;
დ) დოკუმენტები, რომლებსაც ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმო(ები) იყენებს; მათ შორის ავიაბილეთები, ავიაზედნადები, აგრეთვე სარეკლამო მასალები, რომლებიც უფასოდ ვრცელდება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.
3. მასალები, მარაგი და სათადარიგო მასალები, აგრეთვე ქონება, აღჭურვილობა და დოკუმენტები, მოცემული მუხლის 2 პუნქტში აღნიშნული, საბაჟო ხელისუფალთა მოთხოვნით მათ კონტროლს ან მეთვალყურეობას უნდა დაუქვემდებარდეს.
4. სატაბელო, საბორტო ქონება, მასალები, მარაგი და სათადარიგო ნაწილები, რომელთა ექსპლუატაციასაც ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო(ები) ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხაზებზე ახდენს, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შეიძლება გადმოიტვირთოს მხოლოდ ამ ხელშემკვრელი მხარის საბაჟო ხელისუფალთა თანხმობით. ამ შემთხვევაში მათ შეიძლება დაუწესდეთ აღნიშნულ ხელისუფალთა მეთვალყურეობა იმ მომენტამდე, სანამ მათ უკან არ გაიტანენ და საბაჟო წესების შესაბამისად ისინი სხვა დანიშნულებას არ მიიღებენ.
5. მოცემული მუხლის 1 პუნქტში მითითებული ბაჟისა და მოსაკრებლებისაგან გათავისუფლება ხდება ისეთ შემთხვევებშიც, როცა ერთი მხარის ავიასაწარმომ სხვა ავიასაწარმოსთან კონტრაქტი დადო მოცემული მუხლის 1 პუნქტში დათქმული ქონების დროებითი გამოყენების ან გადაცემის შესახებ, იმ პირობით, რომ ეს სხვა ავიასაწარმო სარგებლობს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ბაჟისა და მოსაკრებლებისაგან გათავისუფლების იგივე უფლებით
მუხლი 5. ბაჟისა და სხვა გადასახადებისაგან გათავისუფლება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ტერმინოლოგია
- მუხლი 2. უფლებათა მიცემა
- მუხლი 3. ავიასაწარმოთა დანიშვნა
- მუხლი 4. ფრენის უფლებათა ანულირება ან შეჩერება
- მუხლი 6. ტარიფები
- მუხლი 7. წარმომადგენლობა
- მუხლი 8. კანონებისა და წესების გამოყენება
- მუხლი 9. სერტიფიკატებისა და მოწმობების აღიარება
- მუხლი 10. საჰაერო ტრანსპორტის უსაფრთხოება
- მუხლი 11. კომერციული საქმიანობა და შემოსავლის გადარიცხვა
- მუხლი 12. შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის პრინციპები
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“, მუხლი 5. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1215714/muxli-5/