1. ყოველი ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელ მხარეს აძლევს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ უფლებებს წინამდებარე შეთანხმების დანართში მითითებული მარშრუტებით რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის შემოღებისა და ექსპლუატაცისი მიზნით.
2. ყოველი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო(ები) დადგენილი მარშრუტებით ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხაზების ექსპლუატაციისას ისარგებლებს შემდეგი უფლებებით:
ა) მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე დაშვების გარეშე გადაფრენის განხორციელების უფლებით;
ბ) არაკომერციული მიზნებით მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე დაშვების განხორციელების უფლებით;
გ) საერთაშორისო ფრენისას მგზავრების, ფოსტის და ტვირთის დატვირთვისა და (ან) გადმოტვირთვის მიზნით წინამდებარე შეთანხმების დანართში მითითებულ პუნქტებში მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე დაშვების განხორციელების უფლებით.
3.მოცემულ მუხლში არაფერი განიხილება როგორც ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოსთვის (ებისათვის) უფლების მიცემა აიყვანოს ბორტზე მგზავრები, აიტანოს ტვირთი და ფოსტა მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე პუნქტებს შორის მათი გადაყვანა – გადაზიდვისათვის საფასურის სანაცვლოდ ან იჯარის პირობებით.
4. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხაზებით საჰაერო ხომალდების ფრენის მარშრუტებს და სახელმწიფო საზღვრების გადაფრენის პუნქტებს თავის ტერიტორიაზე ყოველი ხელშემკვრელი მხარე ადგენს.
5. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხაზებით საჰაეროხომალდების ფრენასთან და მგზავრების გადაყვანასთან, ტვირთისა და ბარგის გადაზიდვასთან, ხმელეთზე საჰაერო ხომალდების ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული ტექნიკური და კომერციული საკითხები და ფინანსური გაანგარიშების წესი დგინდება დანიშნულ ავიასაწარმოთა შორის შეთანხმებით და დასამტკიცებლად გადაეცემა ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფალთ