1. ყოველ ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს გააუქმოს ფრენის ნებართვა ან შეაჩეროს წინამდებარე ხელშეკრულების 2 მუხლში მითითებული იმ უფლებების გამოყენება, რომლებიც მინიჭებული აქვს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს(ებს), ან მოითხოვოს ისეთი პირობების შესრულება, რომლებსაც ის საჭიროდ მიიჩნევს ამ უფლებებით სარგებლობისას:
ა) ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ის დარწმუნებულია, რომ ამ საწარმოს უპირატესი მფლობელი და მისდამი კონტროლის განმხორციელებელი არიან ამ ავიასაწარმოს(ების) დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარე ან მისი მოქალაქენი, ან
ბ) იმ შემთხვევაში, თუ ეს ავიასაწარმო(ები) ამ უფლებების გამცემი ხელშემკვრელი მხარის კანონებსა და წესებს არ იცავს, ან
გ) იმ შემთხვევაში, თუ ავიასაწარმო(ები) რამე სხვა გზით არ იცავს წინამდებარე შეთანხმებით დადგენილ პირობებს.
2. თუ მოცემული მუხლის 1 პუნქტში მითითებული პირობების დაუყოვნებლივი ანულირება, შეჩერება ან შესრულების მოთხოვნა აუცილებელი არ არის კანონებისა და წესების შემდგომი დარღვევის აღკვეთისათვის, ამ პუნქტში მითითებულ უფლებას გამოიყენებენ მხოლოდ ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფალთა კონსულტაციების შემდეგ. ასეთი კონსულტაციები შეძლებისდაგვარად მოთხოვნის თარიღიდან მოკლე დროში უნდა გაიმართოს
მუხლი 4. ფრენის უფლებათა ანულირება ან შეჩერება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ტერმინოლოგია
- მუხლი 2. უფლებათა მიცემა
- მუხლი 3. ავიასაწარმოთა დანიშვნა
- მუხლი 5. ბაჟისა და სხვა გადასახადებისაგან გათავისუფლება
- მუხლი 6. ტარიფები
- მუხლი 7. წარმომადგენლობა
- მუხლი 8. კანონებისა და წესების გამოყენება
- მუხლი 9. სერტიფიკატებისა და მოწმობების აღიარება
- მუხლი 10. საჰაერო ტრანსპორტის უსაფრთხოება
- მუხლი 11. კომერციული საქმიანობა და შემოსავლის გადარიცხვა
- მუხლი 12. შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის პრინციპები
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“, მუხლი 4. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1215714/muxli-4/