1. ერთი ხელშემკვრელი მხარის კანონები და წესები, რომლებიც არეგულირებს საერთაშორისო ფრენის განმხორციელებელი საჰაერო ხომალდების მის ტერიტორიაზე გაფრენა–მოფრენას, ან მისი ტერიტორიის ფარგლებში ყოფნისას ამ საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციასა და ნავიგაციას, გამოიყენება მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს(ების) საჰაერო ხომალდებისადმი.
2. ერთი ხელშემკვრელი მხარის კანონები და წესები, რომლებიც არეგულირებს მის ტერიტორიაზე მგზავრების, ეკიპაჟების, ტვირთის, ბარგის და ფოსტის ჩამოსვლას, ყოფნას, გაგზავნას ან ტრანზიტს, და კერძოდ, შემოსვლა–გასვლასთან და იმიგრაცია–ემიგრაციასთან, საპასპორტო, საბაჟო, სავალუტო და სანიტარიულ წესებთან დაკავშირებით იმ ხელშემკვრელი მხარის მიერ მიღებულ ფორმალობებს, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება მეორე ხელეშმკვრელი ლმხარის დანიშნული საჰაერო ხომალდი. გამოიყენება მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს(ების) მგზავრების, ეკიპაჟების, ტვირთისა და ფოსტის მიმართ აღნიშნული ტერიტორიის ფარგლებში მათი ყოფნის დროს.
3. ნაცვალგების საფუძველზე ხელშემკვრელ მხარეთა დანიშნული ავიასაწარმოების მიერ ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდების ეკიპაჟებს არ მოეთხოვებათ შესვლის, ყოფნის ან გამოსვლის ვიზები, რლცა ისინი იმავე რეისით მიფრინავენ უკუმარშრუტით. ეს ეხება იმ შემთხვევებსაც, როცა ეკიპაჟი საჰაერო ხომალდის ტექნიკური მდგომარეობის მიზეზით ან ჯანმრთელობის მიზეზით ქვეყანაში რჩებარ და შემდეგი რეისით ბრუნდება უკუმარშრუტით
მუხლი 8. კანონებისა და წესების გამოყენება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. უფლებათა მიცემა
- მუხლი 3. ავიასაწარმოთა დანიშვნა
- მუხლი 4. ფრენის უფლებათა ანულირება ან შეჩერება
- მუხლი 5. ბაჟისა და სხვა გადასახადებისაგან გათავისუფლება
- მუხლი 6. ტარიფები
- მუხლი 7. წარმომადგენლობა
- მუხლი 9. სერტიფიკატებისა და მოწმობების აღიარება
- მუხლი 10. საჰაერო ტრანსპორტის უსაფრთხოება
- მუხლი 11. კომერციული საქმიანობა და შემოსავლის გადარიცხვა
- მუხლი 12. შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის პრინციპები
- მუხლი 13. განრიგის დამტკიცება
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“, მუხლი 8. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1215714/muxli-8/