1. ერთი ხელშემკვრელი მხარის კანონები და წესები, რომლებიც არეგულირებენ თავის ტერიტორიაზე იმ საჰაერო ხომალდების დაშვებას ან აფრენას, რომლებიც ასრულებენ საერთაშორისო ფრენებს, ექსპლუატაციას, ან ამ ხომალდების ნავიგაციას თავის ტერიტორიის ფარგლებში მათი ყოფნის პერიოდში, ვრცელდება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდებზე.
2. ერთი ხელშემკვრელი მხარის კანონები და წესები, რომლებიც არეგულირებენ მგზავრების, ეკიპაჟის, ბარგის, ტვირთისა და ფოსტის ჩამოსვლასა და გამგზავრებას, და კერძოდ ის ფორმალობები, რომლებიც ეხება საპასპორტო, საბაჟო, სავალუტო და სანიტარიულ წესებს გამოყენებული იქნება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის მგზავრების, ეკიპაჟების, ტვირთისა და ფოსტის მიმართ მათი აღნიშნული ტერიტორიის ფარგლებში ყოფნის დრო