1. ხელშემკვრელი მხარეების მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს ექნებათ შესაბამის ტერიტორიებს შორის დაწესებულ მარშრუტებზე შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციისას სამართლიანი და თანაბარი პირობები.

2. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულმა ავიასაწარმომ შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციისას მხედველობაში უნდა მიიღოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს ინტერესები ისე, რომ არ მიაყენოს ზიანი ამ უკანასკნელი ავიასაწარმოს მიერ განხორციელებულ გადაყვანა-გადაზიდვებს იგივე მარშრუტზე ან მის მონაკვეთზე.

3. შეთანხმებული ხაზები, რომლებზედაც ხელშემკვრელი მხარეების დანიშნული ავიასაწარმოები ახორციელებენ მომსახურებას, უნდა შეესაბამებოდნენ მარშრუტზე გადაზიდვების საზოგადოებრივ მოთხოვნებს და ყველა ავიასაწარმოს უპირველეს ამოცანას უნდა წარმოადგენდეს ისეთი ტევადობის უზრუნველყოფა, რომელიც დატვირთვის გონივრული კოეფიციენტის არსებობის შემთხვევაში უპასუხებს ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიებს შორის მგზავრების გადაყვანის, ტვირთისა და ფოსტის გადაზიდვების არსებულ და გონივრულ მოთხოვნებს.

4. ტევადობები დადგენილ მარშრუტებზე არსებითად თანაბრად უნდა იყოს განაწილებული ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს შორის, თუ სხვაგვარად არ შეთანხმდნენ ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფლებები.

5. ხელშემკვრელი მხარეების მიერ დანიშნულმა ავიასაწარმომ ფრენების დაწყებამდე არაუგვიანეს სამოცი (60) დღით ადრე უნდა წარუდგინოს მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას დასამტკიცებლად სავარაუდო განრიგი, ფრენის სიხშირის, საჰაერო ხომალდის ტიპის, კომპონირებისა და გაყიდვისათვის შეთავაზებული სავარაუდო ადგილთა რაოდენობის ჩვენებით.

6. იმ შემთხვევაში, თუ დანიშნული ავიასაწარმოები ვერ შეძლებენ ფრენის განრიგის შესახებ შეთანხმების მიღწევას, მაშინ ეს საკითხი გადაწყდება უშუალოდ ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფლებების მიერ მოლაპარაკების გზით.

7. ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფლების დამტკიცების გარეშე, ფრენების განრიგი არ შეიძლება შევიდეს ძალაში. მათი ნებისმიერი შემდგომი ცვლილებები უნდა წარედგინოს დასამტკიცებლად ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფლებებ