1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს, რომ ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოები სარგებლობდნენ წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად საერთაშორისო საჰაერო მომსახურებათა განხორციელებისა და გაყიდვის სამართლიანი და თანასწორი შესაძლებლობით.
2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ნებას დართავს თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს თავად განსაზღვროს მის მიერ შეთავაზებული საერთაშორისო საჰაერო მომსახურებების სიხშირე და ტევადობა, ბაზრის კომერციულ მიდგომებზე დაყრდნობით.
3. არც ერთი ხელშემკვრელი მხარე ცალმხრივად არ შეზღუდავს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ განხორციელებული მომსახურების ტევადობას, სიხშირეს ან რეგულარობას, ან მის მიერ ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის ტიპს ან ტიპებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამგვარი შეზღუდვა განპირობებულია საბაჟო, ტექნიკური, საექსპლუატაციო ან გარემოსდაცვითი მოთხოვნებით, კონვენციის მე-15 მუხლით განსაზღვრული ერთგვაროვანი პირობების შესაბამისად.
4. არც ერთი ხელშემკვრელი მხარე არ წაუყენებს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს პირველი უარის მოთხოვნას, არ შეზღუდავს მას დატვირთვის კოეფიციენტით, არ დააკისრებს პრეტენზიის გამოუთქმელობის გადასახადს, ან დატვირთვასთან, ფრენების სიხშირესთან ან გადაზიდვებთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა მოთხოვნას, რომელიც შეუსაბამო იქნებოდა წინამდებარე შეთანხმების მიზნებთან.
5. მომსახურების დაწყებამდე, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოები, მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას წინასწარ წარუდგენენ დასამტკიცებლად მომსახურების განრიგს, რომელშიც მიუთითებენ ფრენის სიხშირეს, ხომალდის ტიპს და ამ განრიგის ძალაში ყოფნის პერიოდს. მსგავსი მოთხოვნები ეხება ნებისმიერ ცვლილებას.
6. თუ დანიშნულ ავიასაწარმოს სურს დამტკიცებულ განრიგში შეტანილ რეისებზე დამატებით განახორციელოს რეისები, მან უნდა მიიღოს წინასწარი ნებართვა შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებისაგა