1. ერთი ხელშემკვრელი მხარის ის კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს თავის ტერიტორიაზე/ტერიტორიიდან იმ საჰაერო ხომალდის შესვლას ან გასვლას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას, ასევე აღნიშნული ტერიტორიის ფარგლებში ამგვარი საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასა და ნავიგაციას, გამოიყენება მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო(ებ)ის მიმართაც.

2. ერთი ხელშემკვრელი მხარის ის კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს თავის ტერიტორიაზე/ტერიტორიიდან მგზავრების, ეკიპაჟის, ტვირთის ან ფოსტის შესვლას, ყოფნას ან გასვლას, როგორიცაა შესვლისა და გასვლის მარეგულირებელი, საიმიგრაციო და საემიგრაციო, საბაჟო, ჯანდაცვისა და საკარანტინო წესები ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში გამოიყენება იმ მგზავრების, ეკიპაჟის, ტვირთისა და ფოსტის მიმართაც, რომელთა ტრანსპორტირებასაც ახორციელებენ მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო(ებ)ი.

3. მგზავრები, ბარგი და ტვირთი, რომელთა გადაყვანა-გადაზიდვა ხორციელდება რომელიმე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის პირდაპირი ტრანზიტით და რომლებიც არ ტოვებენ აეროპორტში ამ მიზნით გამოყოფილ ტერიტორიას, ექვემდებარება მხოლოდ გამარტივებულ შემოწმებას, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც უსაფრთხოების ზომები ტარდება ძალადობის, ნარკოტიკების კონტრაბანდისა და საჰაერო მეკობრეობის აღკვეთის მიზნით.

4. არცერთი ხელშემკვრელი მხარე თავისი საიმიგრაციო, საბაჟო, საკარანტინო და მსგავსი რეგულაციების გამოყენებისას უპირატესობას არ მიანიჭებს საკუთარ ან ნებისმიერ სხვა ავიასაწარმოს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებთან შედარებით, რომლებიც ახორციელებენ ანალოგიურ საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებ