1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის გადასახდელის ამკრეფი კომპეტენტური ორგანოების ან სამსახურების მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოებისთვის დაწესებული მომხმარებლის გადასახდელი უნდა იყოს სამართლიანი, გონივრული, არა გაუმართლებლად დისკრიმინაციული და სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებელთა შორის თანასწორად გადანაწილებული. ნებისმიერ შემთხვევაში, მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოების დაბეგვრა უნდა განხორციელდეს იმაზე არანაკლებ ხელსაყრელი პირობებით, როგორითაც სარგებლობს ნებისმიერი სხვა ავიასაწარმო გადასახდელების დაწესების მომენტში.

2. მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოებისთვის დაწესებული მომხმარებლის გადასახდელი შესაძლებელია ასახავდეს, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს გადასახდელის ამკრეფი კომპეტენტური ორგანოების ან სამსახურების მიერ აეროპორტში ან აეროპორტის სისტემის ფარგლებში სააეროპორტო, ეკოლოგიური, სანავიგაციო და საავიაციო უსაფრთხოების საშუალებების უზრუნველყოფისა და მომსახურებების გაწევის სრულ ხარჯს. ამგვარი სრული ხარჯი შეიძლება მოიცავდეს გონივრულ უკუგებას აქტივებზე, მათი ამორტიზაციის შემდეგ. დაბეგრილი საშუალებები და მომსახურებები უზრუნველყოფილი უნდა იქნეს რენტაბელურ და ეკონომიურ საფუძველზე.

3. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ ხელი უნდა შეუწყოს კონსულტაციების გამართვას თავის გადასახდელის ამკრეფ კომპეტენტურ ორგანოებს ან სამსახურებს და იმ ავიასაწარმოებს შორის, რომლებიც სარგებლობენ მომსახურებებითა და საშუალებებით, და ხელი უნდა შეუწყოს გადასახდელის ამკრეფ კომპეტენტურ ორგანოებს ან სამსახურებს და ავიასაწარმოებს შორის ისეთი ინფორმაციის გაცვლას, რომელიც აუცილებელია ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული პრინციპების შესაბამისად გადასახდელების გონივრულობის ზუსტად შესაფასებლად. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ გადასახდელის ამკრეფმა კომპეტენტურმა ორგანოებმა მომხმარებლის გადასახდელის  ცვლილების თაობაზე ნებისმიერი წინადადების შესახებ მომხმარებლებს აცნობონ შეძლებისდაგვარად ადრე, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ცვლილებების ამოქმედებამდე.

4. წინამდებარე შეთანხმების მე-16 მუხლის შესაბამისად დავების გადაწყვეტის პროცედურების მიმდინარეობისას, არც ერთ ხელშემკვრელ მხარეს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა ამ მუხლის რომელიმე დებულების დარღვევისთვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც: (i) ის გონივრულ ვადაში ვერ ახერხებს იმ გადასახდელის ან პრაქტიკის განხილვას, რომელიც წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი მხარის სარჩელის საგანს; ან (ii) ამგვარი განხილვის შემდეგ, ის ვერ ახერხებს თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ყველა ზომის მიღებას ნებისმიერი ისეთი გადასახდელისგან პრაქტიკის გამოსასწორებლად, რომელიც წინამდებარე მუხლთან შეუსაბამობაში