1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უფლებას აძლევს თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს თავად დააწესოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ტარიფები ბაზარზე არსებული კომერციული მოსაზრებებიდან გამომდინარე. ხელშემკვრელ მხარეთა ჩარევა შემოიფარგლება:
a) გაუმართლებლად დისკრიმინაციული ტარიფების ან პრაქტიკის თავიდან აცილებით;
b) მომხმარებელთა დაცვით გაუმართლებლად მაღალი ან შემზღუდველი ეფექტის მქონე ტარიფებისგან, რომელიც გამოწვეულია დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებით; და
c) ავიასაწარმოების დაცვით ხელოვნურად დაბალი ტარიფებისგან, რომელიც პირდაპირი ან არაპირდაპირი სახელმწიფო სუბსიდიების ან მხარდაჭერის შედეგია.
2. ხელშემკვრელ მხარეებს არ უნდა მოეთხოვებოდეთ თავიანთ ტერიტორიებს შორის საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვებისთვის დაწესებული ტარიფების შესახებ ინფორმაციის წარდგენა. არც ერთმა ხელშემკვრელმა მხარემ არ უნდა მოითხოვოს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოსგან ჩარტერული გადაზიდვებისთვის დაწესებული ტარიფების შეტყობინება ან წარდგენა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს საჭიროა საინფორმაციო მიზნით, არადისკრიმინაციულ საფუძველზე. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ხელშემკვრელ მხარეთა დანიშნულმა ავიასაწარმოებმა ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფლებებისთვის, მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა უზრუნველყონ არსებულ და შეთავაზებულ ტარიფებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ამ საავიაციო ხელისუფლებისათვის მისაღები წესითა და ფორმატით, წინამდებარე მუხლის მიზნებისთვის.
3. თუ წინამდებარე მუხლით სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული, არც ერთ ხელშემკვრელ მხარეს არ შეუძლია ცალმხრივად მიიღოს ისეთი ზომა, რომელიც ხელს შეუშლის საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვაზე რომელიმე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს მიერ შეთავაზებული ან დაწესებული ტარიფის ამოქმედებას ან მოქმედების გაგრძელებას.
4. თუ ხელშემკვრელი მხარე მიიჩნევს, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს მიერ საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვაზე შეთავაზებული ტარიფი შეუსაბამობაში მოდის ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებებთან, მას შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა და უმოკლეს ვადაში აცნობოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს თავისი უკმაყოფილების მიზეზი. კონსულტაციები უნდა გაიმართოს ასეთი მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს ოცდაათი (30) დღისა და ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ აღნიშნული საკითხის კეთილგონივრულად გადაჭრისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების კუთხით. იმ შემთხვევაში, თუ ხელშემკვრელმა მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას იმ ტარიფზე, რომელთან დაკავშირებითაც გამოითქვა უკმაყოფილება, თითოეული ხელშემკვრელი მხარე ყველა ღონეს იხმარს ამ შეთანხმების ასამოქმედებლად. ასეთი ორმხრივი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, ძალაში დარჩება მანამდე არსებული ტარიფ