1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ავიასაწარმო შეთანხმებულ მომსახურებათა განხორციელების მიზნით და გააუქმოს ან შეცვალოს ეს დანიშვნები. ამგვარი დანიშვნები უნდა გაფორმდეს წერილობით და მათ შესახებ მეორე ხელშემკვრელ მხარეს უნდა ეცნობოს დიპლომატიური არხების მეშვეობით.
2. აღნიშნული დანიშვნისა და დანიშნული ავიასაწარმოს შესაბამისი განაცხადის მიღებისთანავე, რომელიც წარდგენილია ექსპლუატაციის უფლებისა და ტექნიკური ნებართვის მისაღებად დადგენილი ფორმითა და წესით, მეორე ხელშემკვრელი მხარე მინიმალური პროცედურული დაგვიანებით გასცემს ექსპლუატაციის უფლებასა და ტექნიკურ ნებართვას იმ პირობით, თუ:
a) საქართველოს მიერ დანიშნული ავიასაწარმოს შემთხვევაში:
(i) იგი დაფუძნებულია საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და გააჩნია საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; და
(ii) ავიასაწარმოს ეფექტიან ნორმატიულ კონტროლს ახორციელებს და უზრუნველყოფს საქართველო.
b) რუანდის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს შემთხვევაში:
(i) იგი დაფუძნებულია რუანდის ტერიტორიაზე და ლიცენზირებულია რუანდის რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; და
(ii) ავიასაწარმოს ეფექტიან ნორმატიულ კონტროლს ახორციელებს და უზრუნველყოფს რუანდა.
c) დანიშნული ავიასაწარმო აკმაყოფილებს იმ კანონმდებლობით დადგენილ პირობებს, რომლებიც, როგორც წესი, გამოიყენება საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების განხორციელებისას იმ ხელშემკვრელი მხარის მიერ, რომელიც განიხილავს განაცხადს ან განაცხადებს.
3. დანიშვნისა და ნებართვის მიღების შემდეგ, ავიასაწარმოს შეუძლია დაიწყოს შეთანხმებული მომსახურებების გაწევა ნებისმიერ დროს, იმ პირობით თუ ავიასაწარმო ასრულებს წინამდებარე შეთანხმების ყველა შესაბამის დებულება