1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია გააუქმოს, შეაჩეროს ან გარკვეული პირობებით შეზღუდოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ექსპლუატაციის უფლებები ან ტექნიკური ნებართვები იმ შემთხვევაში, როდესაც:
a) საქართველოს მიერ დანიშნული ავიასაწარმოს შემთხვევაში:
(i) იგი დაფუძნებული არ არის საქართველოს ტერიტორიაზე და არ გააჩნია საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ან
(ii) ავიასაწარმოს ეფექტიან ნორმატიულ კონტროლს ვერ უზრუნველყოფს საქართველო.
b) რუანდის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს შემთხვევაში:
(i) იგი დაფუძნებული არ არის რუანდის ტერიტორიაზე და ლიცენზირებული არ არის რუანდის რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ან
(ii) ავიასაწარმოს ეფექტიან ნორმატიულ კონტროლს ვერ უზრუნველყოფს რუანდა; ან
(c) ავიასაწარმო ვერ ასრულებს წინამდებარე შეთანხმების მე-5 მუხლში მითითებული კანონმდებლობით დადგენილ პირობებს.
2. თუ მყისიერი გაუქმება, მოქმედების შეჩერება, ან პირობების დაწესება ამ მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად აუცილებელი არ არის კანონმდებლობის შემდგომი დარღვევის თავიდან ასაცილებლად, თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ამგვარი უფლებით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებებთან გამართული კონსულტაციების შემდეგ. ამგვარი კონსულტაციები გაიმართება კონსულტაციების მოთხოვნის წარდგენიდან თხუთმეტი (15) დღის განმავლობაში, ან ხელშემკვრელ მხარეთა შორის შეთანხმებულ სხვა ვადაშ