წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის, თუ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, ტერმინი:
1. „საავიაციო ხელისუფლება“, საქართველოს შემთხვევაში, ნიშნავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და/ან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, და რუანდის რესპუბლიკასთან მიმართებით, ნიშნავს სამოქალაქო ავიაციაზე პასუხისმგებელ სამინისტროს; და ორივე შემთხვევაში, ნებისმიერ პირს ან ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია შეასრულოს ნებისმიერი ის ფუნქცია, რომელსაც ასრულებენ ზემოაღნიშნული საავიაციო ხელისუფლებები, ან მსგავსი ფუნქციები.
2. „შეთანხმება“ ნიშნავს წინამდებარე შეთანხმებას, მის დანართს, და შეთანხმებაში ან დანართში შეტანილ ნებისმიერ ცვლილებას.
3. „კონვენცია“ ნიშნავს „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ქ. ჩიკაგოში, 1944 წლის 7 დეკემბერს ხელმოსაწერად გახსნილ კონვენციას და მოიცავს ამ კონვენციის 94(a) მუხლის შესაბამისად შეტანილ და ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ რატიფიცირებულ ნებისმიერ ცვლილებას, და კონვენციის 90-ე მუხლის შესაბამისად მიღებულ ნებისმიერ დანართს ან ნებისმიერ ცვლილებას, იმ პირობით, თუ აღნიშნული დანართები ან ცვლილებები ნებისმიერ დროს ძალაშია ორივე ხელშემკვრელი მხარისთვის.
4. „დანიშნული ავიასაწარმო“ ნიშნავს წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის შესაბამისად დანიშნულ და უფლებამოსილებით აღჭურვილ ავიასაწარმოს.
5. „ტარიფი“ ნიშნავს მგზავრების (და მათი ბარგის) და/ან ტვირთის (ფოსტის გარდა) საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისთვის, მათ შორის, ნებისმიერი სახმელეთო ტრანსპორტირებისთვის, რომელიც გამოიყენება საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებით, ავიასაწარმოების ან მათი აგენტების მიერ დაწესებულ ნებისმიერ საფასურს, მოსაკრებელს ან გადასახდელს და პირობებს, რომლებიც არეგულირებს აღნიშნული საფასურის, მოსაკრებლის ან გადასახდელის გამოყენებას.
6. „ტერიტორია“, „საჰაერო მიმოსვლა“, „საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა“, „ავიასაწარმო“ და „არაკომერციული მიზნებით შეჩერება“ გამოიყენება ჩიკაგოს კონვენციის მე-2 და 96-ე მუხლით განსაზღვრული შესაბამისი მნიშვნელობებით.
7. „მომხმარებლის გადასახდელი“ ნიშნავს გადასახდელს, რომელიც უწესდება ავიასაწარმოებს აეროპორტის, სანავიგაციო ან საჰაერო უსაფრთხოების ინფრასტრუქტურით ან მომსახურებებით, მათ შორის, შესაბამისი მომსახურებებით და მოწყობილობებით უზრუნველყოფისთვი