თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე უფლება აქვს თავად შეასრულოს სახმელეთო მომსახურება ან, საკუთარი არჩევანისამებრ, სახმელეთო მომსახურების მთლიანად ან ნაწილობრივ გაწევის მიზნით, გაუფორმოს კონტრაქტი ნებისმიერ იმ მიმწოდებელს, რომელსაც გააჩნია ამგვარი მომსახურების გაწევის უფლება. თუ ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე სახმელეთო მომსახურების მიმართ მოქმედი კანონმდებლობა გამორიცხავს ან ზღუდავს სახმელეთო მომსახურების მისაღებად კონტრაქტის გაფორმების ან თვითმომსახურების შესაძლებლობას, თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს არადისკრიმინაციულ საფუძველზე ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს თვითმომსახურებით, ან მიმწოდებლის ან მიმწოდებელთა მიერ გაწეული სახმელეთო მომსახურები