წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერი სხვა დებულების მიუხედავად, ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოები და სატვირთო გადაზიდვების არაპირდაპირი მიმწოდებლები, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილნი იქნებიან, საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებთან დაკავშირებით, გამოიყენონ ნებისმიერი სახმელეთო სატრანსპორტო საშუალება სატვირთო გადაზიდვებისთვის ხელშემკვრელ მხარეთა ან მესამე ქვეყნების ტერიტორიებზე არსებული ნებისმიერი პუნქტისკენ ან პუნქტიდან, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებები საბაჟო სამსახურების მქონე ყველა აეროპორტისკენ და აეროპორტიდან, და ასევე მათ შორის, გირაოდ დატოვებული ტვირთის გადაზიდვის უფლება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამგვარ სატრანსპორტო საშუალებებს, იქნება ის სახმელეთო თუ საჰაერო, უნდა ჰქონდეს წვდომა აეროპორტების საბაჟო-გამშვებ პუნქტებთან. დანიშნულ ავიასაწარმოებს შეუძლიათ თავად განახორციელონ სახმელეთო ტრანსპორტირება, ან უზრუნველყონ ის სხვა სახმელეთო გადამზიდველებთან  შეთანხმებების გაფორმების გზით, რაც მოიცავს ასევე სახმელეთო ტრანსპორტირების განხორციელებას სხვა ავიასაწარმოების ან საჰაერო სატვირთო გადაზიდვების არაპირდაპირი მიმწოდებლების მიერ. ამგვარი ინტერმოდალური მომსახურება შეიძლება შეთავაზებულ იქნეს ერთიანი საფასურის გადახდის საფუძველზე საჰაერო და სახმელეთო ტრანსპორტირებისთვის კომბინირებულად, იმ პირობით, რომ გადამზიდველები ინფორმირებულნი იქნებიან ამგვარ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ფაქტების შესახე