1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება, მეორე მხარისათვის, შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ამგვარი შეტყობინება ამავდროულად უნდა გაეგზავნოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO).
2. ამ შემთხვევაში, შეთანხმება მოქმედებას შეწყვეტს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ შეტყობინების მიღების დღიდან თორმეტი (12) თვის შემდეგ, თუ ამ ვადის გასვლამდე, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, არ განხორციელდა აღნიშნული შეტყობინების უკან გამოთხოვა. თუ მეორე ხელშემკვრელი მხარე არ დაადასტურებს შეტყობინების მიღებას, შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ მისი მიღებიდან თოთხმეტი (14) დღის შემდე