1. თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე სასურველად მიიჩნევს წინამდებარე შეთანხმების რომელიმე დებულების შეცვლას, მას შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა მეორე ხელშემკვრელ მხარესთან. ამგვარი კონსულტაციები დაიწყება ამგვარი მოთხოვნიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში, თუ ორივე ხელშემკვრელი მხარე აღნიშნული ვადის გაგრძელებაზე არ შეთანხმდება. ამგვარი კონსულტაციების ფარგლებში შეთანხმებული ნებისმიერი ცვლილება დამტკიცდება თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ თავისი სამართლებრივი პროცედურების შესაბამისად და ძალაში შევა შეთანხმების 21-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა მიუხედავად, მხოლოდ დანართთან დაკავშირებული ცვლილებები შეიძლება შეთანხმდეს ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფლებებს შორის და ძალაში შედის შეთანხმებისამებრ, ხელშემკვრელ მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისა