1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლისას ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდი, ასევე მის ბორტზე არსებული ჩვეულებრივი მოწყობილობები, სათადარიგო ნაწილები, საცხებ-საპოხი მასალები, ასევე საჰაერო ხომალდის მარაგები (საკვების, სასმლისა და თამბაქოს ჩათვლით) მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე თავისუფლდება ყველა ტიპის გადასახდელის, იმპორტის გადასახდელის, შემოწმების საფასურისა და სხვა მსგავსი გადასახდელებისაგან, იმ პირობით თუ ამგვარი მოწყობილობები, მასალები და მარაგები დარჩება ამ საჰაერო ხომალდის ბორტზე მათი რე-ექსპორტის განხორციელებამდე, ან მათი გამოყენება ან მოხმარება მოხდება ამ საჰაერო ხომალდში აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაფრენისას.

2. ფასიანი მომსახურებებისთვის დაწესებული გადასახდელის გარდა, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადასახდელის, ბაჟის, მოსაკრებლებისა და გადასახდელებისგან თავისუფლდება ასევე:

a) საბორტო მარაგი, რომელიც ატანილ იქნა ბორტზე ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, დადგენილ საზღვრებში, და რომელიც განკუთვნილია მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ საერთაშორისო ხაზებზე ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის გამფრენი რეისის ბორტზე გამოყენებისთვის;

b) სათადარიგო ნაწილები, მათ შორის, ძრავები, რომლებიც შეტანილია ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, და განკუთვნილია მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ საერთაშორისო ხაზებზე ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების ან რემონტისთვის;

c) საწვავი, საპოხი და სახარჯი ტექნიკური მასალები, რომლებიც შეტანილი ან მიწოდებულია ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და განკუთვნილია მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ საერთაშორისო ხაზებზე ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის მოსამარაგებლად, მაშინაც კი თუ ეს მასალები ექვემდებარება გამოყენებას მარშრუტის იმ მონაკვეთში, რომელიც იმ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის ზემოთაა, სადაც მოხდა მათი ბორტზე ატანა;

d) ავიასაწარმოს დოკუმენტები, როგორიცაა ავიაბილეთები და ავიაზედნადებები, ასევე სარეკლამო მასალები, გონივრულობის ფარგლებში, რომლებიც განკუთვნილია ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ გამოსაყენებლად და შეტანილია მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.

3. შესაძლებელია სავალდებულო იყოს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ მასალებზე შესაბამისი ორგანოების საბაჟო ზედამხედველობის ან კონტროლის დაწესება.

4. ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის ბორტზე არსებული ჩვეულებრივი საბორტე მოწყობილობები, ასევე მასალები, მარაგები და სათადარიგო ნაწილები შეიძლება გადმოიტვირთოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მხოლოდ ამ ხელშემკვრელი მხარის საბაჟო ორგანოების ნებართვით. ასეთ შემთხვევაში, მათზე შეიძლება გავრცელდეს აღნიშნული ორგანოების ზედამხედველობა მანამ, სანამ მოხდება მათი რე-ექსპორტი ან სხვაგვარად განკარგვა საბაჟო რეგულაციების შესაბამისად.

5. ბარგი და ტვირთი, რომლის პირდაპირი ტრანზიტი ხორციელდება ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის გავლით, თავისუფლდება გადასახადების, იმპორტის გადასახდელისა და სხვა მსგავსი გადასახდელებისგან, რომლებიც არ უკავშირდება შესვლისას ან გასვლისას გაწეულ მომსახურებათა საფასურს.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული გადასახდელებისგან გათავისუფლება ასევე ვრცელდება შემთხვევებზე, როდესაც ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოები აფორმებენ კონტრაქტს სხვა ავიასაწარმოსთან, რომელიც მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ანალოგიურადვე გათავისუფლებულია გადასახდელისაგან, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული ნივთების იჯარით გაცემის ან გადაცემის მიზნი