1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელ მხარეს ანიჭებს საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების განხორციელებასთან დაკავშირებით შემდეგ უფლებებს:

a. თავის ტერიტორიაზე გადაფრენის უფლებას დაფრენის გარეშე;

b. თავის ტერიტორიაზე გაჩერებების უფლებას არაკომერციული მიზნებით.

2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელ მხარეს ანიჭებს წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრულ უფლებებს წინამდებარე შეთანხმების დანართით დადგენილ მარშრუტებზე საერთაშორისო საჰაერო მომსახურებების განხორციელების მიზნით. ამგვარ მომსახურებებსა და მარშრუტებს შემდგომში ეწოდება „შეთანხმებული მომსახურებები“ და „დადგენილი მარშრუტები“. დადგენილ მარშრუტზე შეთანხმებული მომსახურებების განხორციელებისას, დანიშნული ავიასაწარმო(ები), ამ მუხლის 1-ელ პუნქტში მითითებულ უფლებებთან ერთად, სარგებლობენ უფლებით, განახორციელონ დაფრენა მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, დანართში მარშრუტის განრიგში მითითებულ პუნქტებში, საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლაში ჩართული მგზავრების, ტვირთის და ფოსტის ცალ-ცალკე ან კომბინირებულად ჩასხდომა/ჩატვირთვის და/ან გადმოსხდომა/გადმოტვირთვის მიზნით.

3. დადგენილ მარშრუტზე შეთანხმებული მომსახურების განხორციელებისას, თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს შეუძლია, რომელიმე ან ყველა რეისზე, თავისი შეხედულებით:

a. განახორციელოს ფრენები ერთი ან ორივე მიმართულებით;

b. გააერთიანოს სხვადასხვა რეისის ნომრები ერთი საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციისას;

c. შეასრულოს ფრენები თავის ტერიტორიამდე განლაგებულ, შუალედურ და საზღვრებს გარეთ განლაგებულ პუნქტებში, ასევე ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიებზე განლაგებულ პუნქტებში ნებისმიერი კომბინაციით და თანმიმდევრობით;

d. გამოტოვოს გაჩერებები ნებისმიერ პუნქტში ან პუნქტებში;

e. გადაანაწილოს გადაზიდვები ნებისმიერი თავისი საჰაერო ხომალდიდან ნებისმიერ სხვა საჰაერო ხომალდზე, მარშრუტის ნებისმიერ პუნქტში;

f. შეასრულოს ფრენები თავის ტერიტორიამდე ან თავის ტერიტორიაზე განლაგებულ ნებისმიერ პუნქტში, საჰაერო ხომალდის ან რეისის ნომრის შეცვლით ან შეუცვლელად, და მოსახლეობას შესთავაზოს და რეკლამა გაუწიოს ასეთ მომსახურებას;

g. განახორციელოს გაჩერებები ნებისმიერ პუნქტში, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ან ამ ტერიტორიის გარეთ;

h. განახორციელოს სატრანზიტო გადაზიდვა მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის გავლით; და

i. განახორციელოს კომბინირებული გადაზიდვა ერთი და იმავე საჰაერო ხომალდით იმისდა მიუხედავად, თუ საიდან იწყება ამგვარი გადაზიდვა;

მიმართულების ან გეოგრაფიული შეზღუდვის გარეშე და წინამდებარე შეთანხმებით ნებადართული გადაზიდვების განხორციელების უფლების დაუკარგავად, იმ პირობით, თუ გადაზიდვა განხორციელდება იმ პუნქტის გავლით, რომელიც მდებარეობს იმ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, რომელმაც დანიშნა ავიასაწარმო.

4. ზემოაღნიშნული მარშრუტების ნებისმიერ მონაკვეთზე ან მონაკვეთებზე საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისას, ნებისმიერ დანიშნულ ავიასაწარმოს შეუძლია შეცვალოს საჰაერო ხომალდი მარშრუტის ნებისმიერ პუნქტში, საჰაერო ხომალდის ტიპის ან რაოდენობის შეუზღუდავად.

5. წინამდებარე შეთანხმების არცერთი პუნქტი არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს იგი ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს ანიჭებდეს უფლებას მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, ანაზღაურების სანაცვლოდ, ბორტზე აიყვანოს მგზავრები, აიტანოს ტვირთი და ფოსტა მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მდებარე სხვა პუნქტში გადაყვანა-გადაზიდვის მიზნი