1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ნებას რთავს თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს თვითონ დააწესოს ტარიფები ბაზარზე კომერციული მოსაზრებიდან გამომდინარე. არცერთმა ხელშემკვრელმა მხარემ არ უნდა მოითხოვოს დანიშნული ავიასაწარმოსაგან მეორე ავიასაწარმოსთან კონსულტაციების გამართვა იმ ტარიფებთან დაკავშირებით, რომლებსაც ისინი აკისრებენ ან სთავაზობენ.
2. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ შეიძლება მოსთხოვოს ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავისაწარმოს წინასწარ წარუდგინოს მის საავიციო ხელისუფლებას ის ფასები, რომელსაც ის დააწესებს საკუთარი სახელმწიფოს ტერიტორიიდან გასვლის ან შესვლის მომსახურებაზე. ამგვარი წარდგენა დანიშნული ავიასაწარმოს მიერ ან მისი სახელით, შეიძლება იქნეს მოთხოვნილი მისი ამოქმედებიდან არაუგვიანეს 30 დღით ადრე. ცალკეულ შემთხვევებში წარდგენა შეიძლება იყოს ნებადართული უფრო მოკლე ვადაში, ვიდრე ეს სავალდებულოა. თუ ხელშემკვრელი მხარე ნებას მისცემს ავიასაწარმოს წარადგინოს ტარიფი დადგენილზე მოკლე ვადაში, ტარიფი ძალაში შევა ამ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაწყებული გადაყვანა-გადაზიდვისთვის შეთავაზებული თარიღიდან.
3. თუ წინამდებარე მუხლში სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული, არცერთ ხელშემკვრელ მხარეს არ შეუძლია ცალმხრივად დააბრკოლოს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვებზე დაკისრებული ან შემოთავაზებული ტარიფის ძალაში შესვლა ან გაგრძელება.
4. ხელშემკვრელი მხარის ჩარევა შემოიფარგლება:
a) იმ ტარიფების თავიდან აცილებით, რომელთა გამოყენება წარმოადგენს არაკონკურენტუნარიან ქმედებას და იწვევს ან შეიძლება გამოიწვიოს კონკურენციის დარღვევა ან აშკარად გამიზნულია კონკურენტის მარშრუტიდან გაძევების მოტივით;
b) მომხმარებელთა დაცვით არაგონივრულად მაღალი ან შეზღუდილი ფასებისაგან, რომელიც გამოწვეულია ავიასაწარმოების მიერ დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებით; და
c) დანიშნული ავიასაწარმოების დაცვით იმ ფასებისაგან, რომელიც ხელოვნურად არის დაწეული.
5. იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი ხელშემკვრელი მხარე დარწმუნებულია მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვებზე შემოთავაზებული ტარიფის შეუსაბამობაში ამ მუხლის მე-4 პუნქტში ჩამოყალიბებულ მოსაზრებებთან, მას შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციები და აცნობოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს თავისი უკმაყოფილების მიზეზი უმოკლეს ვადაში. ამგვარი კონსულტაციები უნდა გაიმართოს ასეთი თხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღეში და ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ აღნიშნული საკითხის კეთილგონივრულად გადაჭრისთვის საჭირო ინფორმაციის უზრუნველყოფის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდენ იმ ტარიფზე, რომლის მიმართაც გამოითქვა უკმაყოფიელება, თითოეული ხელშემკვრელი მხარე ყველა ღონეს იხმარს ამ შეთანხმების განსახორციელებლად. ასეთი ორმხრივი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, არსებული ტარიფი რჩება ძალაშ