1. ამ შეთანხმების დებულებების იმპლემენტაციისა  და სათანადოდ დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფლებები, მჭიდრო თანამშრომლობის სულისკვეთებით, დროდადრო გაუწევენ ერთმანეთს კონსულტაციებს და თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა ამ შეთანხმების შესასრულებლად, განსამარტად, გამოსაყენებლად ან მის შესასწორებლად.

2. მე-4, მე-10, მე-11  მუხლების გათვალისწინებით, აღნიშნული კონსულტაციები შეიძლება გაიმართოს დისკუსიის სახით ან მიმოწერით და უნდა დაიწყოს მათ გამართაზე თხოვნის მიღებიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში, თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებია