1. მჭიდრო თანამშრომლობის სულისკვეთებით მონაწილე მხარეების საავიაციო ხელისუფალნი დროდადრო გაუწევენ ერთმანეთს კონსულტაციებს, რათა უზრუნველყოფილ იქნას ამ შეთანხმებების დებულებების შესრულება და ამ პროცესის შესაბამისობა შეთანხმებაში არსებულ მოთხოვნებთან.
2. ერთ მონაწილე მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მეორე მონაწილე მხარესთან კონსულტაციები ამ შეთანხმების განმარტების, შესრულების ან შესწორებების თაობადე.
ამგვარი კონსულტაციები, რომლებიც მონაწილე მხარეების საავიაციო ხელისუფალთ შორის შეიძლება ჩატარდეს პირდაპირი მოლაპარაკების ან მიმოწერის სახით, დაიწყება მეორე მონაწილე მხარის მიერ წერილობითი თხოვნის მიღებიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში, თუ მონაწილე მხარეები არ შეთანხმდებიან ამ პერიოდის გაგრძელებაზ