1. ამ შეთანხმებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნას მონაწილე მხარეების მიერ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე. ამ მიზნით, თითოეული მონაწილე მხარე ყურადღებით განიხილავს მეორე მონაწილე მხარის მიერ წარმოდგენილ ნებისმიერ წინადადებას. ამგვარად, შეთანხმებული ნებისმიერი ცვლილება შევა ძალაში, როდესაც მონაწილე მხარეებს შორის დიპლოლმატიური არხებით დიპლომატიური ნოტების გაცვლის შედეგად დადასტურებული იქნება საერთაშორისო შეთანხმებების ძალაში შესვლა და მასთან დაკავშირებული კანონმდებლობის წესებთან შესაბამისობა.

2. დანართში ცვლილებები შეიძლება მიღებულ იქნას მონაწილე მხარეების ავიაციის ხელმძღვანელთა შორის პირდაპირი შეთანხმების გზით და დადასტურდება წერილების გაცვლით.

3. ამ შეთანხმების ან მისი დანართის ცვლილებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყება მოთხოვნის მიღების დღიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში, თუ ორივე მხარე არ შეთანხმდება ამ პერიოდის გაზრდაზ