ერთ მონაწილე მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს დიპლომატიური არხებით წერილობით შეატყობინოს მეორე მონაწილე მხარეს თავისი გადაწყვეტილება შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ. იმავდროულად ასეთივე შეტყობინება გაეგზავნება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას. ამ შემთხვევაში შეთანხმება მოქმედებას წყვეტს მეორე მონაწილე მხარის მიერ ამ შეტყობინების მიღებიდან თორმეტი (12) თვის შემდეგ, თუ ამ ვადის გასვლამდე აღნიშნული შეტყობინება არ იქნება გამოთხოვილი ურთიერთთანხმობის მიღწევის გამო. თუ ერთ–ერთმა მონაწილე მხარემ არ დაადასტურა შეტყობინების მიღება, იგი მიღებულად ჩაითვლება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი მიღებიდან თოთხმეტი (14) დღის შემდეგ.
ამის დასტურად, სრულუფლებიან ხელისმომწერებმა, რომლებიც უფლებამოსილნი არიან შესაბამისი მთავრობების მიერ, ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას.
შესრულებულია ქ. თბილისში 1996 წლის 26 მარტს, ორ პირად, ქართულ, რუმინულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. ტექსტების განსხვავებული განმარტებისას უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს.
საქართველოს მთავრობის სახელით რუმინეთის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია) (ხელმოწერილია)
დანართი
ნაწილი ა
I მარშრუტები, რომლებზეც რეგულარულ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას განახორციელებს ორივე მიმართულებით საქართველოს დანიშნული ავიასაწარმო:
პუნქტები საქართველოში: თბილისი
შუალედური პუნქტები: შეთანხმდება მოგვიანებით
პუნქტები რუმინეთში: ბუქარესტი
ტერიტორიის ფარგლებს გარეთ
მდებარე პუნქტები: შეთანხმდება მოგვიანებით
II მარშრუტები, რომლებზეც რეგულარულ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას განახორციელებს ორივე მიმართულებით რუმინეთის დანიშნული ავიასაწარმო:
პუნქტები რუმინეთში: ბუქარესტი
შუალედური პუნქტები: შეთანხმდება მოგვიანებით
პუნქტები საქართველოში: თბილისი
ტერიტორიის ფარგლებს გარეთ
მდებარე პუნქტები: შეთანხმდება მოგვიანებით
ნაწილი ბ
(1) დადგენილ სვლაგეზზე შეიძლება გამოყენებულ იყოს ნებსიმიერი ან რიგი პუნქტებისა ცალკეული ან ყველა რეისის დროს მონაწილე მხარეების დადგენილი ავიასაწარმოს ინტრესებიდან გამომდინარე.
(2) მონაწილე მხარეების საავიაციო ხელისუფალნი შეიძლება შეთანხმდნენ მესამე ქვეყნებში მდებარე პუნქტებზე, სადაც თითოეული დანიშნული ავიასაწარმო შეძლებს აიყვანოს ბორტზე ან გადასხას მგზავრები, გადმოტვირთოს ტვირთი და ფოსტა, რომლის გადაყვანა-გადაზიდვა ხდება საქართველოს ან რუმინეთის ტერიტორიისაკენ ან ტერიტორიიდან.
(3) დამატებითი რეისები შესრულდება თითოეული დანიშნული ავიასაწარმოს წინასწარი მოთხოვნის საფუძველზ