1. საერთაშორისო სამართლის უფლებებისა და ვალდებულებების შესაბამისად, მონაწილე მხარეები ადასტურებენ, რომ მათი ვალდებულებები უკანონო ხელყოფისაგან დაიცვან სამოქალაქო ავიაციის უშიშროება, წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. საერთაშორისო სამართლის მიეხდვით განსაზღვრული უფლებებისა და ვალდებულებების შეზღუდვის გარეშე, მონაწილე მხარეეები იმოქმედებენ შემდეგი კონვენციების დებულებების თანახმად: 1963 წლის 14 სექტემბერს ქ. ტოკიოში ხელმოწერილი კონვენცია „საჰაერო ხომალდის ბორტზე მოწყობილი თავდასხმები და სხვა ზოგიერთი ქმედებები“. 1970 წლის 16 დეკემბერს ჰააგაში ხელმოწერილი კონვენცია საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“; 1971 წლის 23 სექტემბერს მონრეალში ხელმოწერილი კონვენცია „სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ უკანონო ქმედებებთან ბრძოლის შესახებ“ და აგრეთვე ავიაციის უშიშროების შესახებ ნებისმიერი სხვა კონვენციები, რომელთა წევრებიც ორივე მონაწილე მხარეა.
2. მოთხოვნის შემთხვევაში მონაწილე მხარეები აუცილებელ დახმარებას გაუწევენ ერთმანეთს, რათა თავიდან აიცილონ სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდება და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები მიმართული ასეთი საჰაერო ხომალდის, მათი მგზავრებისა და ეკიპაჟის, აეროპორტებისა და აერონავიგაციური მოწყობილობების უსაფრთხოების წინააღმდეგ, და ნებისმიერი სხვა საშიშროება, რომელიც დაემუქრება სამოქალაქო ავიაციის უშიშროებას.
3. მონაწილე მხარეები ურთიერთობებს ახორციელებენ, თანახმად ავიაციის უშიშროების იმ დებულებებისა, რომლებიც დადგენილია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და ჩამოყალიბებულია საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის დანართების სახით იმდენად, რამდენადაც უშიშროების ასეთი დებულებები გამოიყენება მონაწილე მხარეების მიერ: ისინი მოსთხოვენ რეგისტრაციას საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებს, რომელთა საქმიანობის ძირითადი ადგილი ან მუდმივი ადგილსამყოფელი არის მათ ტერიტორიაზე და მათ ტერიტორიაზე არსებული აეროპორტების ექსპლუატანტებს, იმოქმედონ ავიაციის უშიშროების ამ დებულებების შესაბამისად.
4. თითოეული მონაწილე მხარე თანახმაა, მოსთხოვოს საჰერო ხომალდის ექსპლუატანტებს დაიცვან ამ მუხლის მესამე პუნქტში განსაზვრული ავიაციის უშიშროების დებულებები, რომლებიც საჭიროა ერთი მონაწილე მხარის მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე შესვლის, გასვლისა და ამ ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში. თითოეული მონაწილე მხარე თავის ტერიტორიაზე გაატარებს ქმედით ღონისძიებებს, რათა დაიცვას საჰაერო ხომალდი და შეამოწმოს მგზავრები, ეკიპაჟი, ხელბარგი, ბარგი, ტვირთი და საჰაერო ხომალდის საცავები, ჩასხდომა-ჩატვირთვამდე, და ჩასხდომა-ჩატვირთვისას. თითოეული მონაწილე მხარე დადებითად განიხილავს მეორე მონაწილე მხარის თხოვნას სპეციალური უშიშროების ღონისძიებათა გატარების თაობაზე კონკრეტულ მუქარასთან დაკავშირებით.
5. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების მუქარის, მისი ხელში ჩაგდების დროს ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების არსებობის შემთხვევაში, რომლებიც მიმართულია ამ საჰაერო ხომალდის, მგზავრებისა და ეკიპაჟის, აეროპორტებისა ან აერონავიგაციული საშუალებების წინააღმდეგ, მონაწილე მხარეები დაეხმარებიან ერთმანეთს კავშირგაბმულობის გაადვილებით და სხვა საჭირო ღონისძიებების განხორციელებით, რომლებიც მიმართულია ინციდენტის ან მუქარის სწრაფი და უსაფრთხო აღკვეთისათვის.
6. თითოეული მონაწილე მხარე განახორციელებს ამ ღონისძიებებს თუ ეს მიზანშეწონილია, რათა უზრუნველყოს შეყოვნება მიწაზე იმ საჰაერო ხომალდებისა, რომელსაც ემუქრება უკანონო ხელყოფა ან სხვა უკანონო ქმედებები და რომელიც დაჯდა შესაბამისი ქვეყნის ტერიტორიაზე, თუ მისი აფრენა აუცილებლობას არ წარმოადგენს ადამიანთა სიცოცხლის დაცვის მიზნით, სადაც ეს მიზანშეწონილია, ასეთი ღონისძიებები განხორციელდება ორმხრივი კონსულტაციების საფუძველზე.
7. ამ მუხლში განსაზღვრული ავიაციის უშიშროების დებულებებთან დაკავშირებით რთული სიტუაციების შექმნის შემთხვევაში, თითოეული მონაწილე მხარის ავიაციის ხელმძღვანელებს შეუძლიათ მოითხოვონ დაუყოვნებლივი კონსულტაციები მეორე მონაწილე მხარის ავიაციის ხელმძღვანელობასთა