1. ერთი მონაწილე მხარის მიერ გაცემული ან აღიარებული და ძალაში მყოფი ფრენის ვარგისიანობისა და კვალიფიკაციის მოწმობები იქნებიან აღიარებულნი მეორე მონაწილე მხარის მიერ ამ შეთანხმებაში ასახულ სვლაგეზისა და მომსახურების ექსპლუატაციის მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოთხოვნები, რომელთა თანახმადაც არის გაცემული და აღიარებული მოწმობები და ლიცენზიები, შეესაბამებიან კონვენციის მიხედვით მინიმალურ სტანდარტებს ან მათზე მაღალია.

2. თითოეული მონაწილე მხარე იტოვებს უფლებას არ ცნოს მეორე მონაწილე მხარის ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მიერ მის მოქალაქეებზე, ამ მონაწილე მხარის ტერიტორიაზე გადაფრენის მიზნით გაცემული საკვალიფიკაციო მოწმობები და ლიცენზიებ