1. ერთი მონაწილე მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიისაკენ ან ამ ტერიტორიიდან განხორციელებული გადაზიდვა, გადაყვანის ტარიფები დაწესებული იქნება გონივრულ ფარგლებში. გათვალისწინებულ იქნება ყველა მნიშვნელოვანი ფაქტორი, მათ შორის, მომხმარებლის ინტერესები, ექსპლუატაციის ღირებულება, მომსახურეობის ხასიათი, საკომისიო გადასახადი, რეალური შესაძლებელი მოგება, სხვა ავიასაწარმოს ტარიფები და სხვა კომერციული მოსაზრებები, რომელნიც გამომდინარეობს საბაზრო მოთხოვნილებებიდან.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ტარიფები შეძლებისდაგვარად შეთანხმებული იქნება მონაწილე მხაარეების დანიშნულ ავიასაწარმოებს შორის. ასეთი ურთიერთშეთანხმება შეძლებისდაგვარად მიღწეულ იქნება შესაბამისი საერთაშორისო ორგანოების ან ორგანიზაციების პროცედურული წესების შესაბამისად.

3. ამგვარად შეთანხმებული ტარიფები დასამტკიცებლად წარედგინება ორივე მონაწილე მხარის საავიაციო ხელისუფლებას ტარიფების ძალაში შესვლის სავარაუდო თარიღამდე არანაკლებ სამოცი (60) დღით ადრე. განსაკუთრებულ შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება შემცირებულ იქნას აღნიშნულ ხელისუფალთა შორის შეთანხმების გზით.

4. თანხმობაზე პასუხი შესაძლებელია მიცემულ იქნას კონკრეტული ფორმით, თუ არცერთი საავიაციო ხელისუფლება ტარიფების წარდგენის თარიღიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში არ გამოხატავს საწინააღმდეგო აზრს, მაშინ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ტარიფები დამტკიცებულად ჩაითვლება. თუ მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ტარიფების წარდგენის პერიოდი შემცირდება, მაშინ საავიაციო ხელისუფალთ შეუძლიათ შეთანხმდნენ, რომ ტარიფების თაობაზე უარყოფის შეტყობინების ვადა შეიძლება იყოს ოცდაათ (30) დღეზე ნაკლები.

5. თუ ვერ მოხერხდა დასამტკიცებლად წარდგენილი ტარიფების შეთანხმება ამ მუხლის მე-2 პუნქტის დებულებათა თანახმად, ან თუ იგივე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი პერიოდის განმავლობაში ერთი მონაწილე მხარის საავიაციო ხელისუფალნი მეორე მონაწილის მხარის საავიაციო ხელისუფლებას შეატყობინებს, რომ იგი არ ეთანხმება ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დადგენილ ტარიფებს, მაშინ ორივე მონაწილის მხარის საავიაციო ხელისუფალნი ტარიფებს დაადგენენ ურთიერთმოლაპარაკების გზით.

6. თუ საავიაციო ხელისუფალნი ვერ შეთანხმდნენ ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად მათთვის წარდგენილ ნებისმიერ ტარიფზე ან ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ვერ დაადგინეს ტარიფის ოდენობა, დავა გადაიჭრება ამ შეთანხმების მე-7 მუხლის დებულებათა საფუძველზე.

7. ტარიფები, რომლებიც დადგენილია ამ მუხლის დებულებათა შესაბამისად, ძალაშია მანამდე, სანამ არ დადგინდება ახალი ტარიფი. არსებული ტარიფის მოქმედება შეიძლება გაგრძელებულ იქნას მისი ძალის დაკარგვის შემდეგ მონაწილე მხარეების საავიაციო ხელისუფალთა მიერ ურთიერთშეთანხმების გზით, მაგრამ ამ მუხლის შესაბამისად ტარიფის მოქმედების ვადა არ შეიძლება იყოს გაგრძელებული თორმეტ (12) თვეზე მეტი მისი ძალის დაკარგვის თარიღიდა