1. ხელშემკვრელ მხარეთა დანიშნული ავიასაწარმოების მიერ მათ ტერიტორიებს შორის განხორციელებული გადაყვანა–გადაზიდვის ტარიფები დამტკიცებულ იქნება ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებათა მიერ და დაწესებულ იქნება გონივრულ ფარგლებში, ყველა მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის ექსპლუატაციის ღირებულების, რეალური შესაძლებელი მოგების და სხვა ავიასაწარმოს ტარიფების ჩათვლით, დადგენილი მარშრუტის ნებისმიერ ნაწილზე.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ტარიფები შეძლებისდაგვარად, უნდა შეთანხმდეს დანიშნულ ავიასაწარმოთა შორის იმ პროცედურების გამოყენებით, რომლებიც დადგენილია საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის მიერ ტარიფების დასაწესებლად. იმ შემთხვევაში, თუ ეს შეუძლებელია, ტარიფები შეთანხმებულ იქნება დანიშნულ ავიასაწარმოთა შორის. ნებისმიერ შემთხვევაში, ტარიფები წარმოადგენს ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფალთა დამტკიცების საგანს.
3. ამგვარად შეთანხმებული ყველა ტარიფი დასამტკიცებლად წარედგინება ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებებს სულ ცოტა სამოცი (60) დღით ადრე, მათი ძალაში შესვლის წარდგენილ თარიღამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნული ხელისუფლებები შეთანხმდებიან შეამცირონ ეს პერიოდი განსაკუთრებულ შემთხვევებში.
4. წარდგენილ ტარიფებზე თანხმობა შეიძლება მოცემულ იქნას კონკრეტული პასუხის გზით, ან თუ არცერთი საავიაციო ხელისუფლება ამ მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად წარდგენილი ტარიფების შესახებ ოცდაათი (30) დღის განმავლობაში არ გამოხატავს უარყოფას ტარიფი ჩაითვლება დამტკიცებულად.
იმ შემთხვევაში, თუ მესამე პუნქტის შესაბამისად, ტარიფების წარდგენის პერიოდი შემცირდა, საავიაციო ხელისუფლებებს შეუძლიათ შეთანხმდნენ შესაბამისად შემცირდეს ნებისმიერი უარყოფის შეტყობინების ვადა.
5. თუ ვერ მოხერხდა დასამტკიცებლად წარდგენილი ტარიფების შეთანხმება ამ მუხლის მე–22 პუნქტის თანახმად, ან, თუ ამავე მუხლის მე–4 პუნქტით დადგენილი პერიოდის განმავლობაში, ერთი საავიაციო ხელისუფლება შეატყობინებს მეორე საავიაციო ხელისუფლებას, რომ იგი არ ეთანხმება ამავე მუხლის მე–2 პუნქტის დებულებათა შესაბამისად დადგენილ ტარიფს, მაშინ ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებები დაადგენენ ტარიფს ურთიერთშეთანხმების გზით.
6. თუ ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფალნი ვერ შეთანხმდებიან ამ მუხლის მე–3 პუნქტის თანახმად მათთვის წარდგენილ ტარიფზე, ან ამავე მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად ტარიფის დადგენაზე, დავა გადაიჭრება ამ შეთანხმების მე–18 მუხლის დებულებათა საფუძველზე.
7. ამ მუხლის დებულებათა შესაბამისად დადგენილი ტარიფები ძალაში დარჩება იქამდე, სანამ არ დამტკიცდება ახალი ტარიფები.
8. ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს არ შეუძლიათ დააწესონ სხვა, ამ მუხლის დებულებათა შესაბამისად დადგენილი ტარიფებისაგან განსხვავებული ტარიფი