1. თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს შეუძლია, თავისი შეხედულებისამებრ შეთანხმებულ ხაზებზე განხორციელებულ ნებისმიერ ან ყველა ფრენაზე შეცვალოს საჰაერო ხომალდი მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, ან დადგენილი მარშრუტების ნებისმიერ პუნქტში, იმ პირობით, რომ:
ა) საჰაერო ხომალდი, რომელიც გამოიყენება საჰაერო ხომალდის შეცვლის შემდეგ უნდა შერჩეულ იქნას ისე, რომ შემთხვევის შესაბამისად, შეესაბამებოდეს ჩამომსვლელ ან წამსვლელ საჰაერო ხომალდს;
ბ) მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე საჰაერო ხომალდის შეცვლის შემთხვევაში და როცა ცვლილების პუნქტის მიღმა ექსპლუატირებულია ერთ საჰაერო ხომალდზე მეტი, არაუმეტეს ერთი მაგვარი ხომალდისა შეიძლება იყოს თანაბარი ზომის და არცერთი არ შეიძლება იყოს მე–3 და მე–4 თავისუფლების სექტორში გამოყენებულ საჰაერო ხომალდზე დიდი.
2. საჰაერო ხომალდის შეცვლის განხორციელების მიზნით დანიშნულ ავიასაწარმოს შეუძლია გამოიყენოს მისი საკუთარი მოწყობილობა და იჯარაში აღებული მოწყობილობა, რაც ეროვნული წესების რეგულირების საგანია და შეუძლია იმოქმედოს სხვა ავიასაწარმოსთან კომერციული შეთანხმების საფუძველზე.
3. დანიშნულ ავიასაწარმოს შეუძლია გამოიყენოს განსხვავებული ან იდენტური რეისის ნომრები მისი საჰაერო ხომალდის შეცვლის სექტორებში