ამ შეთანხმების და მისი დანართის მიზნებისათვის, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს:
ა) ტერმინი „კონვენცია“ ნიშნავს 1944 წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში ხელმოსაწერად გახსნილ კონვენციას „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“, კონვენციის 90–ე მუხლის თანახმად მიღებულ მის ნებისმიერ დანართს და კონვენციის 90–ე და 94–ე მუხლების შესაბამისად ამ დანართებისა ან კონვენციის ნებისმიერ შესწორებას, იმდენად, რამდენადაც ეს დანართები და შესწორებები ძალაშია ორივე ხელშემკვრელი მხარის მიმართ ან რატიფიცირებულია მათ მიერ;
ბ)ტერმინი „საავიაციო ხელისუფლება“ ნიშნავს ნიდერლანდების სამეფოსთან მიმართებაში: ტრანსპორტის, საზოგადოებრივი საქმიანობისა და წყალმეურნეობის მინისტრს, საქართველოს რესპუბლიკასთან მიმართებაში: საქართველოს რესპუბლიკის საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსს; ან ორივე შემთხვევაში ნებისმიერ პიროვნებას ან ორგანიზაციას, რომლებიც აღჭურვილ იქნებიან უფლებით შეასრულონ ამჟამად ზემოაღნიშნულ ხელისუფალთა კომპეტენციაში შემავალი ფუნქციები;
გ) ტერმინი „დანიშნული ავიასაწარმო“ ნიშნავს ავიასაწარმოს, რომელიც დანიშნულია და აღჭურვილია ექსპლუატაციის უფლებამოსილებებით ამ შეთანხმების მე–4 მუხლის თანახმად;
დ) ტერმინს „ტერიტორია“ სახელმწიფოსთან მიმართებაში აქვს კონვენციის მე–2 მუხლში განსაზღვრული მნიშვნელობა;
ე) ტერმინებს „საჰაერო მიმოსვლა“, „საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა“, „ავიასაწრმო“ და „ გაჩერება არაკომერციული მიზნებით“ აქვთ კონვენციის 96–ე მუხლით განსაზღვრული შესაბამისი მნიშვნელობა;
ვ) ტერმინები „შეთანხმებული ხაზები“ და „დადგენილი მარშრუტები“ ნიშნავს შესაბამისად საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ამ შეთანხმების მე–2 მუხლის თანახმად და იმ შეთანხმების დანართში დადგენილ მარშრუტს;
ზ) ტერმინი „მარაგი“ ნიშნავს მზა ნაწარმს განიზნულს მის საჰაერო ხომალდის ბორტზე გამოყენების ან გაყიდვისათვის, სამეურნეო–სასურსათო მარაგის ჩათვლით;
თ) ტერმინი „შეთანხმება“ ნიშნავს ამ შეთანხმებას, მის დანართს და ამ შეთანხმების ან დანართის ნებისმიერ შესწორებას;
ი) ტერმინი „ტარიფი“ ნიშნავს ნებისმიერ თანხას რომელიც დაწესებულია ან დაწესდება ავიასაწარმოების მიერ უშუალოდ ან მათი აგენტების მეშვეობით, ნებისმიერი პირის ან უწყებისათვის მგზავრებისათვის (და მათი ბარგის) და ტვირთის (ფოსტის გამოკლებით) საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანა–გადაზიდვისათვის, რაც მოიცავს:
1. პირობებს, რომლებიც არეგულირებენ ტარიფის შესაძლებლობას და გამოყენებას, და
2. გადასახადებს და პირობებს ავიასაწარმოების მიერ შემოთავაზებული ამგვარი გადაყვანა– გადაზიდვების ნებისმიერი თანმხლები მომსახურებისათვის.
კ) ტერმინი „საჰაერო ხომალდის შეცვლა“ ნიშნავს დანიშნული ავიასაწარმოს მიერ შეთანხმებული ხაზების იმგვარ ექსპლუატაციას, რომ მარშრუტის ერთ ან მეტ სექტორზე დაფრინავს საჰაერო ხომალდი, რომელიც ტევადობით განსხვავდება საჰაერო ხომალდისაგან, რომელიც სხვა სექტორზე გამოიყენება;
ლ) ტერმინი „კომპიუტერული დაჯავშნის სისტემა“ ნიშნავს კომპიუტერიზებულ სისტემას, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ავიასწარმოს განრიგების, ადგილების, ღირებულებისა და ამასთან დაკავშირებული მომსახურების შესახებ, და რომლის მეშვეობითაც შეიძლება მოხდეს დაჯავშნა და/ან გამოცემულ იქნას ბილეთები და რომელიც შესაძლებლობას აძლევს ტურისტულ აგენტებს გამოიყენონ ზოგიერთი ან ყველა ამ საშუალებათაგან
მუხლი 1. განმარტებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. უფლებათა მინიჭება
- მუხლი 3. საჰაერო ხომალდის შეცვლა
- მუხლი 4. დანიშვნა და ექსპლუატაციის ნებართვის მინიჭება
- მუხლი 5. ექსპლუატაციის ნებართვის გაუქმება და შეჩერება
- მუხლი 6. ტარიფები
- მუხლი 7. კომერციული საქმიანობა
- მუხლი 8. სამართლიანი კონკურენცია
- მუხლი 9. განრიგი
- მუხლი 10. ბეგარა, საბაჟო და სხვა გადასახადები
- მუხლი 11. ორმაგი დაბეგვრა
- მუხლი 12. შემოსავლის გადარიცხვა
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკისა და ნიდერლანდების სამეფოს შორის მათ შესაბამის ტერიტორიებსა და მის მიღმა საჰაერო მიმოსვლის შესახებ“, მუხლი 1. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1211350/muxli-1/