1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს ექნება უფლება:
ა) დააარსოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე დაწესებულებები საჰაერო გადაყვანა–გადაზიდვების ხელშეწყობისა და საჰაერო ბილეთების რეალიზაციისათვის, ისევე, როგორც სხვა საშუალებები, რომლებიც საჭიროა საჰაერო გადაყვანა–გადაზიდვების უზრუნველყოფისათვის.
ბ) უშუალოდ და , ავიასაწარმოს შეხედულებისამებრ, მისი აგენტების მეშვეობით ჩაებას საჰაერო გადაყვანა–გადაზიდვების რეალიზაციაში მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.
2. ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს ექნება უფლება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოიზიდოს და შეინარჩუნოს მისი სამენეჯერო, კომერციული, საექსპლუატაციო და ტექნიკური პერსონალი, რაც შეიძლება საჭირო იყოს საჰაერო გადაყვანა–გადაზიდვების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
3. ეს საშტატო მოთხოვნილებები, დანიშნული ავიასაწარმოს შეხედულებისამებრ, შეიძლება უზრუნველყოფილ იქნას მისი საკუთარი პერსონალის მეშვეობით ან ნებისმიერი სხვა ორგანიზაციის, კომპანიის ან ავიასაწარმოს მომსახურების გამოყენებით, რომელიც მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს და უფლებამოსილია განახორციელოს ამგვარი მომსახურება ამ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.
4. ზემოაღნიშნული საქმიანობა უნდა განხორციელდეს მეორე ხელშემკვრელი მხარის კანონებისა და წესების შესაბამისად
მუხლი 7. კომერციული საქმიანობა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. განმარტებები
- მუხლი 2. უფლებათა მინიჭება
- მუხლი 3. საჰაერო ხომალდის შეცვლა
- მუხლი 4. დანიშვნა და ექსპლუატაციის ნებართვის მინიჭება
- მუხლი 5. ექსპლუატაციის ნებართვის გაუქმება და შეჩერება
- მუხლი 6. ტარიფები
- მუხლი 8. სამართლიანი კონკურენცია
- მუხლი 9. განრიგი
- მუხლი 10. ბეგარა, საბაჟო და სხვა გადასახადები
- მუხლი 11. ორმაგი დაბეგვრა
- მუხლი 12. შემოსავლის გადარიცხვა
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკისა და ნიდერლანდების სამეფოს შორის მათ შესაბამის ტერიტორიებსა და მის მიღმა საჰაერო მიმოსვლის შესახებ“, მუხლი 7. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1211350/muxli-7/