1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ანიჭებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დანართში სხვა რამ არის დადგენილი, შემდეგ უფლებებს განახორციელოს საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა–გადაზიდვების მისი დანიშნული ავიასაწარმოს მეშვეობით:
ა) უფლებას განახორციელონ გადაფრენა მის ტერიტორიაზე დაჯდომის გარეშე;
ბ) უფლებას განახორციელონ დაჯდომა მის ტერიტორიაზე არაკომერციული მიზნებით;
გ) უფლებას დადგენილი მარშრუტით შეთანხმებული ხაზის ექსპლუატაციას, დაჯდეს მის ტერიტორიაზე მგზავრების, ტვირთისა და ფოსტის ცალ–ცალკე ან კომბინირებულად ჩატვირთვის ან გადმოტვირთვის მიზნით.
2. ამ მუხლის 1 პუნქტში არაფერი არ ანიჭებს ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს უფლებას მიიღოს მონაწილეობა მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მდებარე პუნქტებს შორის საჰაერო გადაყვანა–გადაზიდვებში