1. საერთაშორისო მიმოსვლაში საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის შედეგად მიღებული შემოსავალი და მოგება დაბეგვრას დაექვემდებარება მხოლოდ იმ ქვეყანაში, სადაც მდებარეობს ამ ავიასაწარმოს მმართველი უწყება.
2. საერთაშორისო მიმოსვლაში ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის გასხვისებისაგან მიღებული შემოსავალი დაიბეგრება მხოლოდ იმ ქვეყანაში, სადაც მდებარეობს ამ ავიასაწარმოს მმართველი უწყება.
3. ქონება, რომელიც წარმოდგენილია საერთაშორისო გადაყვანა–გადაზიდვებში დაკავებული საჰაერო ხომადით და მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საჰაერო ხომალდით და მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონებით დაიბეგრება მხოლოდ იმ ქვეყანაში, სადაც მდებარეობს ამ ავიასაწარმოს მმართველი უწყება.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები შეეხება აგრეთვე შემოსავლებსა და მოგებას, რომელიც მიღებულია პულში, ერთობლივ საქმიანობაში ან საერთაშორისო საექსპლუტაციო სააგენტოში მონაწილეობის შედეგად.
5. თუ ხელშემკვრელ მხარეთა შორის შეთანხმება შემოსავალსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ითვალისწინებს ამ მუხლის 1–4 პუნქტებისაგან განსხვავებულ პროცედურებს, გამოიყენება შემოსავალსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების დებულებები
მუხლი 11. ორმაგი დაბეგვრა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 5. ექსპლუატაციის ნებართვის გაუქმება და შეჩერება
- მუხლი 6. ტარიფები
- მუხლი 7. კომერციული საქმიანობა
- მუხლი 8. სამართლიანი კონკურენცია
- მუხლი 9. განრიგი
- მუხლი 10. ბეგარა, საბაჟო და სხვა გადასახადები
- მუხლი 12. შემოსავლის გადარიცხვა
- მუხლი 13. კანონების, წესებისა და პროცედურების გამოყენება
- მუხლი 14. მოწმობებისა და ლიცენზიების აღიარება
- მუხლი 15. საავიაციო საშიშროება
- მუხლი 16. კომპიუტერული დაჯავშნის სისტემა
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკისა და ნიდერლანდების სამეფოს შორის მათ შესაბამის ტერიტორიებსა და მის მიღმა საჰაერო მიმოსვლის შესახებ“, მუხლი 11. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1211350/muxli-11/