1. როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს, ან ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, პირველად ხსენებული სახელმწიფო დაუშვებს:
(a) ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია;
(b) ამ რეზიდენტის კაპიტალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში კაპიტალზე გადახდილი გადასახადის ტოლია.
ასეთი გამოქვითვა, არც ერთ შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს გადასახადის იმ თანხებს, რომელიც დარიცხული იქნებოდა ამ შემოსავალსა და კაპიტალზე პირველად ხსენებულ ქვეყანაში მოქმედი წესებითა და განაკვეთებით.
2. თუ ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულების შესაბამისად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი ან მის მფლობელობაში არსებული კაპიტალი გადასახადისგან გათავისუფლებულია ამ სახელმწიფოში, ამის მიუხედავად, ამ სახელმწიფოს შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალსა და კაპიტალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისგან გათავისუფლებული შემოსავალი ან კაპიტალი
შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ · რედაქცია 20.12.2010
მუხლი 24. ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 18. პენსიები და ანუიტეტები
- მუხლი 19. საჯარო სამსახური
- მუხლი 20. მასწავლებლები და მეცნიერ-მუშაკები
- მუხლი 21. სტუდენტები და სტაჟიორები
- მუხლი 22. სხვა შემოსავლები
- მუხლი 23. კაპიტალი
- მუხლი 25. დისკრიმინაციის თავიდან აცილება
- მუხლი 26. ურთიერთშეთანხმების პროცედურა
- მუხლი 27. ინფორმაციის გაცვლა
- მუხლი 28. დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და
- მუხლი 29. ძალაში შესვლა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“, მუხლი 24, №0, 20.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016037 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1372330/muxli-24/