თუ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს ან ფლობს კაპიტალს, რომლებიც ამ კონვენციის თანახმად შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, პირველად ხსენებული სახელმწიფო დაუშვებს:
a) ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც ამ მეორე სახელმწიფოში მიღებულ შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია;
b) ამ რეზიდენტის კაპიტალის გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც ამ მეორე სახელმწიფოში კაპიტალზე გადახდილი გადასახადის ტოლია.
ეს გამოქვითვები, ნებისმიერ შემთხვავში, არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალსა და კაპიტალზე გადასახადის ნაწილს, რომელიც გამოთვლილია გამოქვითვის წარდენამდე და მიეკუთვნება შემოსავალსა და კაპიტალს, რომელიც შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში გარემოებიდან გამომდინარ