1. უძრავი ქონებით წარმოდგენილი კაპიტალი, მოხსენიებული მე-6 მუხლში და რომელიც წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის საკუთრებას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, შეიძლება დაიბეგროს იმ მეორე სახელმწიფოში.
2. მოძრავი ქონებით წარმოდგენილი კაპიტალი, რომელიც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ან წარმოდგენილია მუდმივ ბაზასთან დაკავშირებული მოძრავი ქონებით, რომელიც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს გააჩნია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გაწევის მიზნებისათვის, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
3. კაპიტალი, რომელიც წარმოდგენილია საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოუატირებული საზღვაო ან საჰაერო ხომალდებით, საავტომობილო ან სარკინგიზო სატრანსპორტო საშუალებებით ან მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონებით, იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც იმყოფება საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი.
4. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის კაპიტალის ყველა სხვა ელემენტი იბეგრება გადასახადით მხოლოდ ამ სახელმწიფოშ