1. უძრავი ქონებით წარმოდგენილი კაპიტალი, რომელზეც ლაპარაკია მე-6 მუხლში და წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის საკუთრებას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. მოძრავი ქონებით წარმოდგენილი კაპიტალი, რომელიც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ან წარმოდგენილია მუდმივ ბაზასთან დაკავშირებული მოძრავი ქონებით, რომელიც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს გააჩნია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გაწევის მიზნებისათვის, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
3. კაპიტალი, რომელიც წარმოდგენილია საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებული საზღვაო, სამდინარო ან საჰაერო ხომალდებით, საავტომობილო ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებთი ან მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონებით, რომელიც ეკუთვნის ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
4. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის კაპიტალის ყველა სხვა ელემენტი იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოშ