1. თუ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს ან ფლობს კაპიტალს, რომლებიც ამ კონვენციის დებულებათა თანახმად შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, პირველად ხსენებული სახელმწიფო დაუშვებს:

a) ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან თანხის გამოქვითვას, რომელიც ამ მეორე სახელმწიფოში მიღებულ შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია;

b) ამ რეზიდენტის კაპიტალიდან გადასახადიდან თანხის გამოქვითვას, რომელიც ამ მეორე სახელმწიფოში კაპიტალზე გადახდილი გადასახადის ტოლია.

ეს გამოქვითვები, ნებისმიერ შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალსა და კაპიტალის გადასახადის ნაწილს, რომელიც გამოთვლილია გამოქვითვის წარდგენამდე და მიეკუთვნება შემოსავლსა და კაპიტალს, რომელიც შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში, გარემოებიდან გამომდინარე.

2. თუ კონვენციის ნებისმიერ სხვა დებულებათა შესაბამისად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი ან კაპიტალი გათავისუფლებულია გადასახადისაგან ამ სახელმწიფოში, ამ რეზიდენტის შემოსავლის ან კაპიტალის დარჩენილ ნაწილზე გადასახადის თანხის განსაზღვრისას, ამ სახელმწიფოს, მიუხედავად ამისა, შეუძლია მხედველობაში მიიღოს გადასახადისაგან გათავისუფლებული შემოსავალი ან კაპიტალი.

3. ამ მუხლის მიზნებისათვის ჩაითვლება, რომ თურქმენეთის გადასახადი მოიცავს ნებისმიერ თანხას, რომელიც გადაიხდებოდა როგორც თურქმენეთის გადასახადი გადასახადისაგან განთავისუფლებისა და შეღავათების არარსებობისას, რომელთან დაკავშირებითაც ეს თანხა არ გადაიხდება შეღავათიანი რეჟიმის შესახებ თურქმენეთის კანონმდებლობის საფუძველზე.

4. ამ მუხლის მიზნებისათვის, ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მიღებული მოგება, შემოსავალი ან ღირებულების ნამეტი და კაპიტალი, რომელიც ასეთ რეზიდენტს ეკუთვნის და, რომელიც შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამ კონვენციის შესაბამისად, უნდა ჩაითვალონ ამ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რომელიმე მფლობელის მიერ მიღებულად ან მის კუთვნილება