1. როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს ან ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, პირველად ხსენებული სახელმწიფო დაუშვებს:

a) ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც ამ მეორე სახელმწიფოში მიღებულ შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია;

b) ამ რეზიდენტის კაპიტალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც ამ მეორე სახელმწიფოში კაპიტალზე გადახდილი გადასახადის ტოლია.

ასეთი გამოქვითვა, არცერთ შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალსა და კაპიტალზე გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოქვითვამდე იყო დაანგარიშებული და ვითარების შესაბამისად მიეწერება შემოსავალს ან კაპიტალს, რომელიც შეიძლება დაბეგრილიყო ამ მეორე სახელმწიფოში.

2. მიუხედავად იმისა, როდესაც შეთანხმების ნებისმიერი დებულების შესაბამისად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი ან მის მფლობელობაში არსებული კაპიტალი გადასახადისაგან გათავისუფლებულია ამ სახელმწიფოში, ამ სახელმწიფოს შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალსა და კაპიტალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისგან გათავისუფლებული შემოსავალი ან კაპიტალ