თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფო დიპლომატიური არხების საშუალებით აუწყებს მეორეს ამ შეთანხმების ძალაში შესასვლელად საჭირო შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შესახებ; ეს შეთანხმება ძალაში შევა უკანასკნელი შეტყობინების მიღების დღიდან და მისი დებულებები ამოქმედდება:
a) წყაროსთან ამოსაღები გადასახადების შემთხვევაში, შემოსავალზე, რომელიც გადახდილია ან დარიცხულია შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ;
b) შემოსავალზე სხვა გადასახადებისა და კაპიტალზე გადასახადების შემთხვევაში, შემოსავალზე ან კაპიტალზე ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდე