1. ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები ცვლიან იმ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ამ შეთანხმების ან ხელშემკვრელი სახელმწიფოების, მათი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფების ან ხელისუფლების ორგანოების მიერ დაწესებული ნებისმიერი სახის გადასახადებთან დაკავშირებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულებების განსახორციელებლად, რომლებით დაბეგვრა არ ეწინააღმდეგება შეთანხმებას. ინფორმაციის გაცვლა არ არის შეზღუდული პირველი და მე-2 მუხლებით. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ითვლება კონფიდენციალურად, ისევე როგორც იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია და მათი გაცნობა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს ან უფლებამოსილ ორგანოებს (სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ჩათვლით), რომელთა კომპეტენციას წარმოადგენს იმ გადასახადების დაკისრება ან აკრეფა, იძულებითი წესით ამოღება ან სასამართლო დევნა ან იმ გადასახადებთან დაკავშირებული აპელაციების განხილვა, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება. ეს პირები ან ორგანოები ამ ინფორმაციას გამოიყენებენ მხოლოდ დასახელებული მიზნებისათვის. მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გამოყენება სასამართლოს ღია სხდომაზე ან სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღების დროს.

2. პირველი პუნქტის დებულებები არცერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება:

a) გაატაროს ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობას ან ადმინისტრაციულ პრაქტიკას;

b) მიაწოდოს ინფორმაცია, რომლის მოპოვება არ არის ნებადართული ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით ან ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პრაქტიკით;

c) გასცეს ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გაამჟღავნოს ნებისმიერი სავაჭრო, სამეწარმეო, სამრეწველო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოება ან სავაჭრო პროცესი ან ისეთი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ინტერესებს (საზოგადოებრივ წესრიგს