1. ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები ცვლიან იმ ინფორმაციას, რომელიც გათვალისწინებულია ამ შეთანხმების განხორციელებისათვის, ან ხელშემკვრელი სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით იმ გადასახადებთან მიმართებაში, რომელთა დაკისრება ხორციელდება ხელშემკვრელ სახელმწიფოს ან მისი ერთ-ერთი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის სახელით, მათი ამოღების საშუალებისა და მეთოდის მიუხედავად, თუ ამ კანონმდებლობით გათვალისწინებული დაბეგვრა არ ეწინააღმდეგება ამ შეთანხმებას, ინფორმაციის გაცვლა არ იზღუდება ამ შეთანხმების პირველი და მე-2 მუხლებით. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ითვლება კონფიდენციალურად ისევე, როგორც ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია და მათი გაცნობა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს ან ორგანოებს (სასამართლეობისა და ადმინისტრაციული ორგანოების ჩათვლით), რომელთა კომპეტენციას წარმოადგენს გადასახადების დარიცხვა ან გადახდევინება, იძულებითი წესით ამოღება ან სასამართლო დევნა, ან იმ გადასახადებთან დაკავშირებული აპელაციებისა და საჩივრების განხილვა, რომლებიც აღნიშნულია ამ პუნქტის პირველ წინადადებაში. ამ პირებს ან ორგანოებს ინფორმაციის გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ დასახელებული მიზნებისათვის. მათ ინფორმაციის გამოყენება შეუძლია სასამართლოს ღია სხდომებზე ან სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღების დროს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება:
a) ინფორმაციის მიწოდების მიზნით გაატაროს ადმინისტრაციული ზომები, რომლებიც ეწინააღმდეგება ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობას ან ადმინისტრაციულ პრაქტიკას;
b) მიაწოდოს ინფორმაცია, რომლის მიღება არ შეიძლება ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით ან არსებული ადმინისტრაციული პრაქტიკით;
c) მიაწოდოს ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გაამჟღავნოს რომელიმე სავაჭრო, სამრეწველო, სამეწარმეო ან პროფესიული საიდუმლოება, ან საქმიანი პროცედურა, ან რომლის მიწოდებაც ეწინააღმდეგება სახელმწიფო პოლიტიკას (საზოგადოებრივ წესრიგს