ეს შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. ამასთან, თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს ამ შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან 5 წლის გასვლის შემდეგ შეუძლია მოახდინოს მისი დენონსირება დიპლომატიური არხების საშუალებით მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის წერილობითი შეტყობინების გზით ნებისმიერი კალენდარული წლის 30 ივნისამდე. ასეთ შემთხვევაში, ეს შეთანხმება არ ექვემდებარება შემდგომ გამოყენებას:
a) წყაროსთან დასაკავებელი გადასახადების მიმართ – თანხებზე, რომელთა გადახდა ხდება შეთანხმების დენონსაციის შესახებ განცხადების გაკეთების წლის შემდგომი კალენდარული წლის 1 იანვარს ან 1 იანვრის შემდეგ;
b) სხვა გადასახადების მიმართ – გადასახადის თანხებზე, რომელთა ამოღება ხდება შეთანხმების დენონსაციის შესახებ განცხადების გაკეთების წლის შემდგომი კალენდარული წლის 1 იანვრიდან დაწყებულ პერიოდში;
დენონსაციის დროის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ შეტყობინების მიღების დღეს.
შედგენილია 2006 წლის 1 ივნისს, ქ. თბილისში, ორ პირად, თითოეული ქართულ, გერმანულ და რუსულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ქართულ და გერმანულ ტექსტებს შორის განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე.
საქართველოს სახელით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელით
(ხელმოწერილია) (ხელმოწერილია)
საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ 2006 წლის 1 ივნისის
შეთანხმების ოქმი
საქართველომ და გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლკამ შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ 2006 წლის 1 ივნისის შეთანხმების დამატებით შეათანხმეს შემდეგი დებულებები:
1. ამ შეთანხმებაში გამოყენებული ტერმინები: „ხელშემკვრელი სახელმწიფო“ და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო“ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისათვის მოიცავს ფედერალურ მიწებს.
2. მე-7 მუხლის მიმართ:
a) თუ ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო ყიდის ნაკეთობას ან საქონელს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან ამ სახელმწიფოში ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, მაშინ ამ მუდმივი დაწესებულების მოგება გამოითვლება არა საწარმოს მიერ მიღებული თანხის საერთო მოცულობიდან, არამედ მხოლოდ იმ თანხის საფუძველზე, რომელიც შეიძლება მიეკუთვნოს ფაქტობრივ გაყიდვას ან მუდმივი დაწესებულების კომერციულ საქმიანობას;
b) თუ საწარმოს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში გააჩნია მუდმივი დაწესებულება, მაშინ ამ მუდმივი დაწესებულების მოგება, რომელიც მიიღება კონტრაქტებიდან, კერძოდ, სამრეწველო, კომერციული ან სამეცნიერო მოყწობილობის ან ობიექტის დაპროექტების, მიწოდების, მონტაჟის ან მშენებლობის კონტრაქტების ან სახელმწიფო შეკვეთების საფუძველზე, გამოითვლება არა კონტრაქტის მთლიანი ღირებულების, არამედ მისი მხოლოდ იმ ნაწილის საფუძველზე, რომელიც ფაქტობრივად ხორციელდება ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული მუდმივი დაწესებულების მიერ. მუდმივი დაწესებულებისათვის მიწოდებული საქონლის საფუძველზე მიღებული მოგება ან კონტრაქტის იმ ნაწილის საფუძველზე მიღებული მოგება, რომელიც სრულდება იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც მდებარეობს საწარმოს სათავო ქვედანაყოფი, შეიძლება დაიბეგროს მხოლოდ ამ სახელმწიფოში;
c) ანაზღაურება ტექნიკური მომსახურებისათვის ანალიტიკური მასალის ან სამეცნიერო, გეოლოგიური ან ტექნიკური ხასიათის პროექტების ჩათვლით, კონსტრუქციების კონტრაქტებისათვის და მათთან დაკავშირებული ნახაზებისათვის, ან საკონსულტაციო ან საზედამხედველო (მონიტორინგის) საქმიანობისათვის, ითვლება შემოსავლის სახეებად, რომელთა მიმართ გამოიყენება შეთანხმების მე-7 ან მე-14 მუხლის დებულებები.
3. მე-10 და მე-11 მუხლების მიმართ:
შეთანხმების მე-10 და მე-11 მუხლების დებულებების მიუხედავად, დივიდენდი და პროცენტი შეიძლება დაიბეგროს ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ისინი წარმოიშვენ, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ისინი:
a) ეყრდნობიან უფლებებს ან სავალე მოთხოვნებს, რომლებიც ითვალისწინებენ მოგებაში მონაწილეობას, ცრუმაგიერი მონაწილის შემოსავლის ჩათვლით, რომელსაც იგი იღებს თავისი წილობრივი მონაწილეობიდან ცრუმაგიერი მონაწილის სტატუსით, შემოსალებს კრედიტებიდან (სესხებიდან), რომელთაც გააჩნიათ მოგებაში მონაწილეობის უფლებამოსილება, ასევე მოგებაში მონაწილეობის უფლების მქონე ობლიგაციებიდან გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის საგადასახადო კანონმდებლობის გაგებით და
b) ექვემდებარებიან გადამხდელის მოგების გაანგარიშების დროს დივიდენდის ან პროცენტის თანხების გამოქვითვას.
4. მე-18 მუხლის მიმართ:
ამ მუხლში გამოყენებული ტერმინი „ანალოგიური გადახდები“ მოიცავს გარკვეულ თანხებს, რომელთა გადახდა ხდება რეგულარულად, დადგენილ ვადებში, სიცოცხლის მანძილზე ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ვალდებულების საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს ადეკვატური მომსახურებისათვის ანაზღაურებას, რომელიც წარმოდგენილია ფულის ან მატერიალური ფასეულობების სახით.
5. 26-ე მუხლის მიმართ:
თუ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების საფუძველზე ხდება ფიზიკურ პირთან დაკავშირებული ინფორმაციის გადაცემა, მაშინ თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს სამართლებრივი აქტების გათვალისწინებით დამატებით მოქმედებს შემდეგი დებულებები:
a) ამ ინფორმაციის გამოყენება მიმღები დაწესებულების მიერ დაიშვება მხოლოდ მითითებული მიზნით და მხოლოდ მათი გადამცემი დაწესებულების პირობების დაცვით;
b) მიმღები დაწესებულება აცნობებს გადამცემ დაწესებულებას, მისი თხოვნის საფუძველზე, გადაცემული ინფორმაციის გამოყენებისა და მათი დახმარებით მიღებული შედეგების შესახებ;
c) ინფორმაცია, რომელიც შეეხება ფიზიკურ პირს, შეიძლება გადაცემული იქნეს მხოლოდ კომპეტენტური დაწესებულებებისათვის. მათი შემდგომი გადაცემა სხვა დაწესებულებებისათვის შეიძლება მოხდეს მხოლოდ გადამცემი დაწესებულებების წინასწარი თანხმობის შემთხვევაში;
d) გადამცემი დაწესებულება ვალდებულია ყურადღება მიაქციოს გადასაცემი ინფორმაციის სარწმუნოებას, ასევე მათი გადაცემის აუცილებლობას და იმ მიზნების მიმართ ადეკვატურობას, რომლებიც მიიღწევა ინფორმაციის გადაცემის შედეგად. ამავე დროს, გათვალისწინებული უნდა იქნეს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედი აკრძალვები ინფორმაციის გადაცემაზე. თუ აღმოჩნდება, რომ გადაცემული იქნა არასარწმუნო ინფორმაცია, ან ინფორმაცია, რომელიც არ ექვემდებარებოდა გადაცემას, მაშინ ამის შესახებ აუცილებელია დაუყოვნებლივ ეცნობოს მიმღებ დაწესებულებას;
e) დაინტერესებულ პირს, მისი განცხადების საფუძველზე, მიეცემა ცნობა მის შესახებ მონაცემების გადაცემის თაობაზე, ასევე ამ მონაცემების გამოყენების სავარაუდო მიზნების შესახებ. ცნობის გაცემა არ არის აუცილებელი, თუ ანალიზი გვიჩვენებს, ცნობის არგასაცემად სახელმწიფოებრივი დაინტერესება აღემატება მის მისაღებად ხსენებული პირის დაინტერესებას. დანარჩენ ნაწილში დაინტერესებული პირის უფლება მის შესახებ არსებული ინფორმაციის თაობაზე ცნობის მისაღებად, რეგულირდება იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზე ხდება ცნობის გაცემის მოთხოვნა.
f) თუ შეთანხმების შესაბამისად, ინფორმაციის გაცვლის ფარგლებში გაგზავნილი მონაცემების შედეგად, რომელიმე პირს უკანონოდ მიადგა ზიანი, აღნიშნულთან დაკავშირებით მის წინაშე პასუხისმგებლობა ეკისრება მიმღებ დაწესებულებას თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. დაზარალებულ პირთან მიმართებაში მას არ შეუძლაი თავი იმართლოს იმ მოტივით, რომ ზიანი მიყენებულ იქნა მონაცემების გადამცემი დაწესებულების მიერ;
g) თუ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა, რომლის ფარგლებში მოქმედებს ინფორმაციის გადამცემი დაწესებულება, ითვალისწინებს ფიზიკური პირის შესახებ გადაცემული ინფორმაციის განადგურების განსაუთრებულ წესს, მაშინ გადამცემი დაწესებულება აღნიშნულის შესახებ მიუთითებს მიმღებ დაწესებულებას. ამ კანონმდებლობისგან დამოუკიდებლად; ფიზიკური პირის შესახებ გადაცემული ინფორმაცია ექვემდებარება განადგურებას, თუ იგი აღარ არის საჭირო იმ მიზნებისათვის, რისთვისაც ეს ინფორმაცია გადაიცა;
h) გადამცემი და მიმღები დაწესებულებები ვალდებულნი არიან დოკუმენტალურად დაარეგისტრირონ ფიზიკური პირის შესახებ ინფორმაციის გადაცემა და მიღება;
i) გადამცემი და მიმღები დაწესებულებები ვალდებულნი არიან ფიზიკური პირის შესახებ ინფორმაცია შეინახონ სათანადო წესით და არ დაუშვან მათში ცვლილებების შეტანა და გამჟღავნება იმ პირთა მხრიდან, რომელთაც არ გააჩნიათ ამის უფლება.
6. 28-ე მუხლის მიმართ:
ამ მუხლის ფარგლებში, გერმანიის მხარისათვის გადასახადების არგადახდის ან გადასახადებისაგან თავის არიდების ეროვნულ სამართლებრივ აქტებს მიეკუთვნება აგრეთვე საზღვარგარეთიდან მიღებული პასიური შემოსავლების ჩათვლა.
საქართველოს სახელით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელით
(ხელმოწერილია) (ხელმოწერილი