1. თუ პირი თვლის, რომ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ქმედება იწვევს ან გამოიწვევს მის დაბეგვრას ამ შეთანხმების დებულებების საწინააღმდეგოდ, მას შეუძლია, მისი უფლებების დაცვის ამ სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობებით გათვალისწინებული ზომებისაგან დამოუკიდებლად, თავისი საქმე განსახილველად წარადგინოს იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოში, რომლის რეზიდენტსაც იგი წარმოადგენს. ან, თუ მისი შემთხვევა ექვემდებარება ამ შეთანხმების 24-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედებას, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოში, რომლის ნაციონალურ პირსაც იგი წარმოადგენს. განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს ამ შეთანხმების დებულებათა შეუსაბამოდ დაბეგვრის გამომწვევი მოქმედების შესახებ პირველი შეტყობინებიდან სამი წლის განმავლობაში.

2. თუ აღნიშნული კომპეტენტური ორგანო განცხადებას დასაბუთებულად ჩათვლის და თუ მას დამოუკიდებლად არ შეუძლია საკითხის დამაკმაყოფილებლად გადაწყვეტა, იგი შეეცდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან შეთანხმებით გადაწყვიტოს საკითხი ამ შეთანხმების დებულებებთან შეუსაბამო დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით. მიღწეული შეთანხმება ექვემდებარება აღსრულებას ხელშემკვრელ სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობებით გათვალისწინებული დროითი შეზღუდვების მიუხედავად.

3. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეეცდებიან გადაჭრან ნებისმიერი სირთულე ან ეჭვი, რომლებიც წარმოიშობა ამ შეთანხმების განმარტების ან გამოყენების დროს. მათ შეუძლიათ აგრეთვე ერთმანეთთან აწარმოონ კონსულტაციები, თუ როგორ შეიძლება იქნეს თავიდან აცილებული ორმაგი დაბეგვრა ამ შეთანხმებით გაუთვალისწინებელ შემთხვევებშიც.

4. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტურ ორგანოებს, ამ მუხლის ზემოაღნიშნულ დებულებებზე თანხმობის მიღწევის მიზნით, შეუძლიათ ერთმანეთთან შევიდნენ უშუალო კონტაქტშ