1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის უძრავი ქონებით წარმოდგენილი კაპიტალი, რომელიც მდებარეობს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. მოძრავი ქონებით წარმოდგენილი კაპიტალი, რომელიც წარმოადგენს იმ მუდმივი დაწესებულების აქტივებს, რომელიც ერთი ხელეშმკვრელი სახელმწიფოს საწარმოს გააჩნია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ან განეკუთვნება ფიქსირებულ ბაზას, რომელიც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს გააჩნია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გაწევის მიზნით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

3. კაპიტალი, რომელიც წარმოდგენილია საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოატირებული საზღვაო გემებითა და საჰაერო ხომალდებით, ასევე მათი ექსპლოატაციისათვის საჭირო მოძრავი ქონებით, შეიძლება დაექვემდებაროს დაბეგვრას მხოლოდ იმ ხელშემეკვრელ სახელმწიფოში, სადაც მდებარეობს საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი.

4. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის კაპიტალის ყველა სხვა ელემენტი შეიძლება დაიბეგროს მხოლოდ ამ სახელმწიფოშ