1. კაპიტალი, წარმოდგენილი ამ შეთანხმების მე-6 მუხლით განსაზღვრული უძრავი ქონებით, რომელსაც ფლობს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც მდებარეობს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. კაპიტალი, წარმოდგენილი მოძრავი ქონებით, რომელიც ქმნის ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს, ან წარმოდგენილი მოძრავი ქონებით, რომელიც მიეკუთვნება ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გაწევის მიზნით ხელმისაწვდომ ფიქსირებულ ბაზას, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
3. კაპიტალი, რომელიც წარმოდგენილია საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებული საზღვაო გემებითა და საჰაერო ხომალდებით, ან მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონებით, დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი.
4. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის კაპიტალის ყველა სხვა ელემენტი დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში
შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ · რედაქცია 20.12.2010
მუხლი 23. კაპიტალი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 17. ხელოვნების მუშაკები და სპორტსმენები
- მუხლი 18. პენსიები და ანუიტეტები
- მუხლი 19. საჯარო სამსახური
- მუხლი 20. მასწავლებლები და მეცნიერ-მუშაკები
- მუხლი 21. სტუდენტები და სტაჟიორები
- მუხლი 22. სხვა შემოსავლები
- მუხლი 24. ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა
- მუხლი 25. დისკრიმინაციის თავიდან აცილება
- მუხლი 26. ურთიერთშეთანხმების პროცედურა
- მუხლი 27. ინფორმაციის გაცვლა
- მუხლი 28. დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“, მუხლი 23, №0, 20.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016037 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1372330/muxli-23/