1. კაპიტალი, წარმოდგენილი ამ შეთანხმების მე-6 მუხლით განსაზღვრული უძრავი ქონებით, რომელსაც ფლობს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც მდებარეობს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. კაპიტალი, წარმოდგენილი მოძრავი ქონებით, რომელიც ქმნის ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს ან წარმოდგენილია მოძრავი ქონებით, რომელიც მიეკუთვნება ერთი ხელშემკრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გაწევის მიზნით ხელმისაწვდომ ფიქსირებულ ბაზას, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
3. კაპიტალი, რომელიც წარმოდგენილია საერთაშორისო გადაზიდვებში ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ ექსპლოატირებული საზღვაო გემებითა და საჰაერო ხომალდებით, ან მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონებით, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
4. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის კაპიტალის ყველა სხვა ელემენტი დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოშ