1. ამ შეთანხმების მე-14 და მე-15 მუხლების დებულებების მიუხედავად, შემოსავალი, რომელსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც ხელოვნების მუშაკი, კერძოდ, როგორც თეატრის, კინოს, რადიოს ან ტელევიზიის მსახიობი, ან მუსიკოსი, ან როგორც სპორტსმენი, მის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული პირადი საქმიანობიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც შემოსავალი პირადი საქმიანობიდან, რომელსაც ახორციელებს ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი, ერიცხება არა თვით ხელოვნების მუშაკს ან სპორტსმენს, არამედ სხვა პირს, მაშინ ეს შემოსავალი, ამ შეთანხმების მე-14 და მე-15 მუხლების დებულებების მიუხედავად, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ხორციელდება ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის საქმიანობა.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებები არ ვრცელდება ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის მიერ განხორციელებული საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალზე, თუ ვიზიტი ამ სახელმწიფოში ხორციელდება სრულად ან ძირითადად ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს სახელმწიფო სახსრებით. ასეთ შემთხვევაში შემოსავალი დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტიც არის ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენ